ხელისუფლებამ „ქამრები შემოიჭირა“ - გაზრდილი ხელფასები და მეტი დასაქმებული 2022 წლის ბიუჯეტში

ხელისუფლებამ „ქამრები შემოიჭირა“ - გაზრდილი ხელფასები და მეტი დასაქმებული 2022 წლის ბიუჯეტში

access_time2021-11-26 10:00:54

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მეორე მოსმენით უკვე განიხილა. გადამუშავებული პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, წინა ვერსიასთან შედარებით, 342 500 000 ლარით გაიზარდა და 19 026 400 000 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში, ეს პარამეტრი 18 839 000 000 ლარითაა განსაზღვრილი და პირველად ვერსიასთან შედარებით, 395 700 000 ლარითაა გაზრდილი.



ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას, პანდემიამდე და განსაკუთრებით Covid 19-ის კრიზისის პერიოდში, წარმოადგენდა ოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა და მთავრობის ყველა დაპირებაც სწორედ მის შენახვაზე გაწეული ხარჯების შემცირებას, ანუ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გააქტიურებას მოიცავდა. სპეციალისტები იმედოვნებდნენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი მაინც გახდებოდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მაგალითი, თუმცა, პროექტის მიხედვით, საქონელსა და მომსახურებაზე (რომელიც მოიცავს შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებას, სამივლინებო ხარჯებს, წარმომადგენლობით ხარჯებს, ავტოპარკის შენახვა/განახლების ხარჯებს, ასევე, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს) გამოყოფილია 1.54 მილიარდი ლარი.



„IDFI-ის მიერ წარსულში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა და მის შენახვაზე გაწეული ყოველწლიურად მზარდი ხარჯები. პანდემიის შედეგად არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა ამ კუთხით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მნიშვნელოვანი რესურსი, თუმცა როგორც 2020, ასევე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების ანალიზი აჩვენებდა, მათში არ იყო გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის მაქსიმალური შესაძლებლობები. მაგალითად, 2020 წლის საგანგებო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით განხორციელებული ცვლილებები (სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები) განპირობებული იყო პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან (პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები ბუნებრივად ამცირებდა სამივლინებო, წარმომადგენლობით და სხვა მსგავს ადმინისტრაციულ ხარჯებს) და ნაკლებად კავშირში იყო ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან.


IDFI-მ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული ხარჯები გააანალიზა. სამწუხაროდ, ბიუჯეტის პროექტი კვლავ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯის თითოეულ კომპონენტზე ჩაშლილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სრულფასოვან ანალიზს. თუმცა, 2022 წელს საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯების შემცირება უკავშირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას და ნაკლებად კავშირშია ისეთი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან, როგორიცაა შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის განახლება შენახვის ხარჯები და სხვა“,
-აღნიშნავენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI).



საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების საქმიანობისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების თანხებთან ერთად ბიუროკრატიულ ხარჯებში მათი შრომის ანაზრაურებაც მოიაზრება. 2022 წელს შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 17 მლნ ლარით გაიზრდება და ჯამში ის 1.65 მლრდ ლარი იქნება. 6.2 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა თავდაცვის სამინისტროში, 5.8 მლნ ლარით - შინაგან საქმეთა სამინისტროში, 5 მლნ ლარით - საერთო სასამართლოებში, 4.9 მლნ ლარით - იუსტიციის სამინისტროში, 4.4 მლნ ლარით - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, 2.7 მლნ ლარით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ყველაზე მეტად - 22 მლნ ლარით შრომის ანაზღაურების ხარჯი ცენტრალური საარჩევნო კომისიაში მცირდება, რადგან 2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წელი მორიგი არჩევნების წელი არ არის.




თუმცა, საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ზრდის გეგმის მიუხედავად, ამას არასაკმარისად მიიჩნევს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ამბობს, რომ საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა ფისკალური კონსოლიდაციიდან გამომდინარე, მომდევნო წელს მეტი რესურსის გამოყოფა სამწუხაროდ შეუძლებელია, მაგრამ ამ კუთხით მუშაობას მთავრობა აგრძელებს და ერთგვარი გარანტიების შემუშავება იგეგმება.



„2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა. ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა“, - განმარტა ხუციშვილმა.



გარდა ამისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 107 ადამიანით გაიზრდება და 112 712-ს მიაღწევს. დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად საერთო სასამართლოებში იზრდება - 79 ადამიანით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 53-ით იზრდება, კონკრეტულად, შტატები დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების და მართვის პროგრამაში იმატებს. 25-ით იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა. 23-ით იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა, 22-ით კი - იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა. 8 შტატი ემატება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შტატები მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში - 16 ერთეულით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში - 15 ერთეულით.



„2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წელს ბიუროკრატიული ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. მაგალითად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა გათვალისწინებულია 17 მილიონი ლარით. საქონელი და მომსახურების მუხლით მოსალოდნელი ხარჯები მცირდება 255 მილიონი ლარით, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლის (საკარანტინე მომსახურება და სხვა) ხარჯების შემცირებასთან და ნაკლებად კავშირშია კლასიკური ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციასთან. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად შრომის ანაზღაურების ხარჯების ყოველწლიური ზრდისა, კვლავ მნიშნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა“, - განმარტავენ IDFI-ში.



აღსანიშნავია, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გატარება მთავრობისთვის არც მომდევნო წლებში იქნება აქტუალური, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მარეგულირებელ ნორმებში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ყოველწლიურად გადაანგარიშების მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საქართველოს მთავრობას დაევალა, 2022 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპები და პრინციპები. ეს დაეფუძნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ საშუალო თვიურ ნომინალური ხელფასის ოდენობას.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ბიუჯეტი IDFI



„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up