ქალის რძის პირველი ბანკი საქართველოში იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გაიხსნება

ქალის რძის პირველი ბანკი საქართველოში იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გაიხსნება

access_time2022-12-06 13:53:36

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე საქართველოში პირველი ქალის რძის ბანკის (MMB) დაარსების პროცესი მიმდინარეობს. ქალის რძის ბანკი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბუნებრივი კვების მაჩვენებლის გაზრდას და გააუმჯობესებს დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილთა მართვის სტანდარტს.


დედის რძის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია დონორი ქალის რძე, როგორც მეორე რიგის საუკეთესო საკვები. სწორედ ამ საკვების უსაფრთხო მიწოდებას ახორციელებს ქალის რძის ბანკი. ქალის რძე უნიკალური საკვებია და გარდა იმისა, რომ ის მნიშვნელოვანია ბავშვის ადეკვატური ზრდა-განვითარებისთვის, წარმოადგენს საუკეთესო საკვებს, ე.წ. ბუნებრივ „სამკურნალო“ პროდუქტს, განსაკუთრებით - მაღალი რისკის ახალშობილებში.


ქალის რძის ბანკში განხორციელდება დონორი ქალის რძის შეგროვების, შემოწმების, სათანადო პირობებეში შენახვისა და დანიშნულებისამებრ განაწილების უწყვეტი პროცესი.



საქართველოში ქალის რძის პირველი ბანკის დაარსების პროექტს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები - კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, ნინო სოლომონია და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ეკა კანდელაკი ახორციელებენ. სწორედ მათი ძალისხმევით გაწევრიანდა საქართველო ევროპის ქალის რძის ბანკების ასოციაციაში. გარდა ამისა, საქართველოს ეწვივნენ ევროპის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ბორდის წევრები, რომელთა გამოცდილების გაზიარებითაც ქვეყნისთვის მნიშნვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.





შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება

შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება
access_time2023-02-07 00:30:47
...

მიწისძვრის შედეგად სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს

მიწისძვრის შედეგად  სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს
access_time2023-02-06 23:55:12
ორშაბათს გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, რომელიც ორშაბათს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალდა,  4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას...

Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

 Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს
access_time2023-02-06 23:00:27
Dell-ი  თანამშრომლების 5%-ის გათავისუფლებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას cnnbusiness ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო. Dell დაახლოებით  133,000 ადამიანს ასაქმებს, როგორც კომპანიის  წარმომადგენელმა cnn-ს უთხრა ეს 5% იანი შემცირება იქნება რაც რაოდენობრივად 6500-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.   კომპიუტერულმა...

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა  $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს
access_time2023-02-06 21:00:48
თურქეთსა და სირიაში  ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასობით შენობა განადგურდა. წინასწარი მონაცემებით ზარალი  1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა reinsurancene  აქვეყნებს.   მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრებს 1939...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
access_time2023-02-06 19:55:44
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით  იუწყება, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპა. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის - ო.ც.-ს დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.   „საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს...


მსგავსი სიახლეები

up