ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

access_time2019-09-22 12:00:49

Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.

 

ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი ჯარიმების დაკისრება. სულ მალე მისი პოზიციები ამ სფეროში კიდევ უფრო გამყარდება - ნოემბრიდან ის დაიკავებს ევროკომისიის თავჯდომარის მოადგილის პოსტს კონკურენციის და ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში.

 

ვესტაგერის პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს, როდესაც 28 წლის ასაკში ის დაინიშნა დანიის განათლების მინისტრად. 2001 წელს ის გახდა დეპუტატი, 2007 წელს კი - ერთ-ერთი პარტიის ლიდერი - თუმცა კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ვესტაგერი კლავს პარტიას და ადანაშაულებდნენ სწორედ მას პარტიის რეიტინგის 5%-მდე შემცირებაში.

 

საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი 3 ქალიშვილიც კი ეკითხებოდა მას - „დედა, შენ მართლა ხარ დანიის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი?“.

 

თუმცა, 2009 წელს რეიტინგმა დაიწყო ზრდა და ვესტაგერის „რადიკალურმა პარტიამ“ მიიღო 2012 წლის არჩევნებში 9%, ხოლო მისმა ლიდერმა - ეკონომიკის მინისტრის პოსტი.

 

იმის მიუხედავად, რომ ის არის ევროკავშირის შენარჩუნების, მიგრანტებისთვის კარების გახსნის, და გეი-ქორწინებების მომხრე, ეკონომიკურ საკითხებს კოსერვატიულად უდგება. მაგალითად მარგრეტე ვესტაგერი მიიჩნევს აუცილებლად მთავრობის სოციალური ხარჯების შემცირებას, რამაც გამოიწვია მწვავე კონფლიქტი დანიის პროფკავშირებთან.

 

როდესაც 2014 წელს ის დაინიშნა ევროკომისრად კონკურენციის საკითხებში, მას თითქმის არავინ იცნობდა დანიის ფარგლებს გარეთ, თუმცა, სიტუაცია ძალიან მალე შეიცვალა  - ვესტაგერმა გაამკაცრა ბრძოლა ტექნოლოგიურ გიგანტებთან დომინირების წინაამღდეგ.

 

2016 წლის იანვარში ევროკომისარი შეხვდა  Apple-ის გენერალურ დირექტორს ტიმ კუკს და განიხილავდა მასთან ეჭვებს კომპანიას და ირლანდიის მთავრობას შორის სავარაუდო ფარული გარიგების თაობაზე, რომლის მიზანიც იყო გადასახადების შემცირება.

 

მედიის ინფორმაციით, კუკი საუბრის დროს იყო გაღიზიანებული,  არ აცლიდა ოპონენტს ლაპარაკს, უკითხავდა ნოტაციებს და რამდენჯერმე აუწია ხმას. მარგრეტე ვესტაგერმა თავის მხრივ უთხრა ტიმ კუკს, რომ „ზოგიერთ მდიდარი და ძლევამოსილი თვლის საზოგადოებას შტერად მაშინ, როდესაც საქმე ეხება გადასახადებს“.

 

7 თვის შემდეგ ევროკომისიამ დააჯარიმა Apple რეკორდული 13 მლრდ. ევროთ ირლანდიაში საგადასახადო პრივილეგიების მიღების გამო. თავად ტიმ კუკმა უწოდა ამ გადაწყვეტილებას „სრული პოლიტიკური სისულელე“, ხოლო ევროკომისიის ქმედებების კრიტიკას შეუერთდნენ შტატები და ირლანდია.

 

 

შემდგომში მარგრეტე ვესტაგერი აკრიტიკებდა Apple-ს ირლანდიაში შვილობილი კომპანიების  შექმნის გამო.

 


„რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? შექმნილი სტრუქტურები არ ემსახურებიან კორპორაციის განვითარებას,  მათი მიზანია გადასახადების დამალვა“ - განაცხადა მან.

 

ამავე დროს ის ამბობდა, რომ არის  Apple-ის პროდუქციის ერთგულ მომხმარებელი, რომელიც უბრალოდ ახდენს ზედამხედველობას კომპანიის საქმიანობაზე.

 

„ტექნოლოგიები ხელს უწყობენ ღია და გამჭირვალე საზოგადოების შექმნას, თუმცა, ამავე დროს მათ შეუძლია კონტროლის და პირადი სივრცის კომერციალიზაციის დონის არნახული ზრდა“  - ამბობს ევროკომისარი მაშინ, როდესაც მას ადანაშაულებენ ტექნოლოგიური კომპანიების წინაამღდეგ ბრძოლაში.

 

სწორედ ევროპამ დაიკავა ყველაზე შეურიგებელი პოზიცია მაღალტექნოლოგიური გიგანტების მონოპოლიების წინაამღდეგ, მაშინ, როდესაც შტატები და სწრაფად განვითარებადი აზიური ქვეყნები ამ საკითხს თითქმის არ აქცევენ ყურადღებას.

 

ვესტაგერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ  Google-თან ერთად იყენებს ნაკლებად ცნობილ საძიებო სისტემებს - Bing-ს და DuckDuckGo-ს. მისი თქმით, ამ არაპოპულარულ სისტემებში შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც არ არის Google-ში.

 

ევროკომისარი ასევე არა აქვს გვერდი Facebook-ში, რადგანაც მისი აზრით, ეს სოციალური ქსელი იტოვებს პირადი ინფორმაციის თვითნებურად გამოყენების უფლებას.

 

Apple-ის დაჯარიმება იყო მხოლოდ დასაწყისი - ვესტაგერის ხელმძღვანელობით ევროკომისია ატარებდა ანტიმონოპოლურ გამოძიებებს ისეთი გიგანტების წინაამღდეგ, როგორც Facebook, Google, Amazon, და „გაზპრომი“.

 

ძირითადი ბრალდებები სტანდარტულია - გადასახადების დამალვა ოფშორებში რეგისტრაციის გზით, ისეთ ქვეყნებში, როგორც ირლანდია და ლუქსემბურგი, და ბაზარზე დომინირების ბოროტად გამოყენება.

 

2017  წელს Google დაჯარიმდა 2,4 მლრდ. ევროთი  -  საძიებო სისტემას ბრალად ედებოდა ხელის შეშლა სავაჭრო აგრეგატებისთვის, და უკანონო შეღავათების დაწესება საკუთარი სისტემის - Google Shopping-ის სასარგებლოდ.

 

2018 წელს Google დაჯარიმდა კიდევ ერთხელ - ამჯერად იმის გამო, რომ კორპორაცია აიძულებდა სმარტფონების მწარმოებლებს საკუთარი სერვისების დაყენებას, ჯარიმამ შეადგინა 4,3 მლრდ. ევრო.

 

ბევრი მიიჩნევს დაუსაბუთებლად ასეთ უზარმაზარ ჯარიმებს - კერძოდ, ჟურნალმა

The Economist  ივარაუდა, რომ ამ გზით მარგრეტე ვესტეგერი აშენებს საკუთარ წარმატებულ კარიერას.

 

მის ხისტ მიდგომას აკრიტიკებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონგრესმენები, ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები, და გაზეთი  The Wall Street Journal.

 

თუმცა, ევროკომისარის ბევრი მოწინაამღდეგეც კი აღტაცებულია იმით, რომ მან შეძლო საზოგადოებრივი ინტერესის მიპყრობა ისეთი რუტინული და მოსაწყენი ორგანიზაციის საქმიანობისადმი, როგორიც არის ევროკომისია, და დაანახა ყველას, რომ ისეთი მშრალი და უინტერესო საქმიანობაც კი, როგორც ანტიმონოპოლიური ნორმები, შესაძლოა იყოს საინტერესო და რეზონანსური.

 

„ადამიანები უყურებენ მას, და ფიქრობენ - იქნებ ეს ევროკომისია მართლაც რაღაცად ღირს?  ის ურთიერთობს ხალხთან სხვა კომისარებზე ბევრად უკეთესად. ის, რასაც ვესტაგერი აკეთებს კონკურენციის გაძლიერებისთვის - მართლაც წარმოუდგენელია“  - თვლის იურიდიული კომპანია Clifford Chance  ტომას ვინიე, რომელიც ხშირად წარმოადგენდა ტექნოლოგიური გიგანტების ინტერესებს ბრიუსელში.

 

მარგრეტე ვესტაგერი უკვე გახდა კინო და ლიტერატურული გმირი - დანიურ პოლიტიკაში საქმიანობის დროს, მისი პიროვნება გახდა ტელესერიალ „მთავრობას“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი, ხოლო 2015 წელს დანიელმა იენს ტომასენმა მიუძღვნა მას წიგნი „კომისარის პირველი 100 დღე“, რომელიც შეეხებოდა ვესტაგერის სწორედ ანტიმონოპოლიურ საქმიანობას.

 

თუ აქამდე დანიელი პოლიტიკოსი დაკავებული იყო მასშტაბური, თუმცა, კერძო შემთხვევებით, ახალ პოსტზე ის იმუშავებს ევროკავშირის ზოგად მიდგომებზე ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. მისი ახალი პოსტი აერთიანებს ანტიმონოპოლიურ რეგულირებას და ციფრული ტექნოლოგიებისადმი პოლიტიკის გამომუშავებას, და ის აძლევს მას მონოპოლიებთან ბრძოლის გაცილებით უფრო დიდ უფლებამოსილებას.

 

თავად ვესტაგერი აღიარებს, რომ ადამიანები ჯერ მხოლოდ იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ციფრული სივრცის რეგულირება, და აქვთ ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა.

 

სავარაუდოდ, ახალ პოსტზე ქალბატონი ვესტაგერი, რომელსაც The New York Times-მა უწოდა „საერთაშორისო სარეგულატორო ვარსკლავი“ - განაგრძობს ამ შეკითხვებზე პასუხების ძიებას.

 

 

forbes



თეგები:
Apple



„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up