ქალაქური ფერმა: ბოსტნეული პირდაპირ სასტუმროს სახურავიდან

ქალაქური ფერმა: ბოსტნეული პირდაპირ სასტუმროს სახურავიდან

access_time2020-11-17 13:30:03

ახალგაზრდა ქართველი მწარმოებელი ტუსია ღარიბაშვილი ქალაქური მიწათმოქმედების განვითარებას 2019 წელს შეუდგა, შექმნა კომპანია სახელწოდებით, Space Farms. მალევე წამოწყებამ შედეგი გამოიღო. ზამთარში კი, პანდემიის პერიოდში, Space Farm-ის დამფუძნებელმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი წარმოების გაფართოებაზე. საუბარია საქართველოში პირველ ვერტიკალურ სათბურზე, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს და მომხმარებელს 6 სახეობის ეკონლოგიურად სუფთა ბოსტნეულს და მწვანილებს აწვდის . ბოსტნეულის მოყვანისას მიწას ცვლის სუბსტრატები და წყალი, ხოლო მზის ენერგიას - Led განათება.


პირველი ვერტიკალური ფერმა თბილისში სასტუმრო „სტამბაში“ 155 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და 6  შვიდიარუსიან თაროს იკავებს. ამ ფართობზე თვეში 500-700 კილოგრამამდე ისეთი ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი, როგორებიცაა სალათის ფურცლები, იტალიური ბაზილიკი, ქართული ბაზილიკი, ტარხუნა და სხვადასხვა მცენარეები.





პროექტების Urban Greend და Space Farms-ის ხელმძღვანელი ტუსია ღარიბაშვილი ამბობს, რომ იდეის ერთერთი ძირითადი მიზანი ახალგაზრდა აგრონომების მოზიდვა იყო,  ასევე მათ სურდათ დაეინტერესებინათ აგროინჟინერები კონცეფციის შესამუშავებლად და ამ იდეის რეალიზაციისთვის.  მისი თქმით, აგროტექნოლოგიის დანერგვით, კომპანიამ შეძლო ახალგაზრდების მოზიდვა მიწათმოქმედების კონცეფციის შესაუშავებლად, რაც სამომავლოდ კადრების მარაგს ქმნის.  Space Farms-ში რამდენიმე სტუდენტია დასაქმებული, რომელიც აგრონომიის დარგში იღებენ პრაქტკულ ცოდნას.


როგორც ტუსია ღარიბაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, Space Farms-მა შეძლო პანდემიით გამოწვეულ რეალობასთან ადაპტირება.  თუ ადრე „აჭარა ჯგუფის“ ქსელებში კომპანიის პროდუქციის მხოლოდ მიწოდება ხდებოდა, უკვე მათ მომხმარებლებისთვის სახლში მიტანის სერვისიც შეიმუშავეს.


ბოსტნეული სათბურიდან სპეცილურ კონტეინერებში მიეწოდება მომხმარებელს, წყლის მეშვებით ბოსტნეული ინარჩუნებს ფორმას და სიჯანსაღეს. ერთ ვერტიკლურ ფერმას შეუძლია  450 კლიენტის მომსახურება თვეში და ამის გაკეთება წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია.


შემდეგ ეტაპად კომპანია  Space Farms-ი განიხილავს თბილისში რამდენიმე ფერმის გახსნას. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქური მიწათმოქმედების პროექტი საქართველოში შედგა. ტუსია ღარიბაშვილი ასევე ცნობილია თავისი იდეით, სწორედ მან მსოფლიოს ქართული ვაზის მარსზე მოშენება შესთავაზა.


Eeastfruit.com

 

მარიამ მორგოშია



თეგები:
space farms



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up