„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

access_time2017-11-22 20:59:28

ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს.


„როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები კი მკურნალობენ, - მოგეხსენებათ, სამი დაჭრილია. მინდა მათ ვუსურვო გამოჯანმრთელება.


პოლიტიკოსები თუ ექსპერტი გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას. ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ რამე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს.


„ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო“, - განაცხადა პრემიერმა.


ავტორი: ipn




თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up