„ქალაქში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც გაჭირვებულის მანტიას ამოფარებულები, უკანონო მშენებლობებს ახორციელებენ“ - რევაზ სოხაძე

„ქალაქში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც გაჭირვებულის მანტიას ამოფარებულები, უკანონო მშენებლობებს ახორციელებენ“ - რევაზ სოხაძე

access_time2022-11-25 15:30:07

ჩვენ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამტკიცებთ ყველა იმ გეგმარებით დავალებას, რომელიც ქალაქისთვის ურბანულად მისაღებია,- ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი პროექტის დამტკიცების შესახებ, ოპოზიციის განცხადებებს.

 

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, საკრებულოს სხდომაზე ოპონენტები საკითხების ზედაპირულად გამოტანას კვლავ აგრძელებენ.

 

მისივე თქმით, საკრებულო ამტკიცებს ყველა იმ გეგმარებით დავალებას, რომელიც ქალაქისთვის ურბანულად მისაღებია.

 

როგორც სოხაძე ამბობს, განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს გადის, ერთ-ერთი კარგი გეგმარებითი დავალებაა, რაც კი საკრებულოს დაუმტკიცებია.

 

„ჩვენ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამტკიცებთ ყველა იმ გეგმარებით დავალებას, რომელიც ქალაქისთვის ურბანულად მისაღებია და არ აქვს მნიშვნელობა მამუკა ხაზარაძე დგას ამ გეგმარებითი დავალების უკან, თუ ირაკლი როსტომაშვილი, რომელიც მუდმივად გვაკრიტიკებს. ვინც არ უნდა იდგეს კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმის უკან, ჩვენ ყოველთვის ვმსჯელობთ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ზოგადად, ქალაქის ურბანული პოლიტიკა ამოგლეჯილად არასდროს უნდა განვიხილოთ. ასე რომ, ჩვენ დღეს ურბანულად აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ”,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.


 

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ქალაქში არსებულ უკანონო მშენებლობებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას.

 

რევაზ სოხაძის თქმით, ქალაქში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც გაჭირვებულის მანტიას ამოფარებულები, უკანონო მშენებლობებს ახორციელებენ.

 

„უკანონო მშენებლობები ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიუხედავად კანონმდებლობის გამკაცრებისა, უბნების ქაოტური განაშენიანება მაინც მიმდინარეობს. ჩვენ ვაპირებთ, მუნიციპალიტეტის წინაშე ეს საკითხი აქტიურად დავაყენოთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მხარს დაგვიჭერენ. უკანონო მშენებლობების მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარის არ არის. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

რევაზ სოხაძე, თავის გამოსვლაში, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტსაც შეეხო და განაცხადა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა და გაზრდილი ბიუჯეტი, ქალაქში კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.

 

„ბიუჯეტის ზრდა უდავოდ კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც დედაქალაქის ადმინისტრაციაში მოვედით ბიუჯეტი 800 მილიონ ლარამდე იყო. ახლა კი დაახლოებით მილიარდ ნახევარია. იმედი მაქვს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე თანხები გამოყოფილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.


Ipn.ge




მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up