ქალაქის მერის მიერ დაანონსებული ჯარიმები ამ დრომდე არ ამოქმედებულა

ქალაქის მერის მიერ დაანონსებული ჯარიმები ამ დრომდე არ ამოქმედებულა

access_time2018-04-18 11:30:56

„მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, პირველ აპრილამდე სუბიექტებს მიეცეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ  არსებული პრობლემა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან  შეგიძლიათ დაჯარიმება დაიწყოთ“,- კახა კალაძე.

 

ეს განცხადება თბილისის მერმა მიმდინარე წლის მარტის თვეში დედაქალაქში არსებულ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების არგამოყენების შესახებ გააკეთა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა კონკრეტულად რამდენი ჯარიმა დაფიქსირდა აღნიშნული მიმართულებით, თუმცა როგორც ირკვევა ჯარიმები ამ დრომდე არ ამოქმედებულა.

 

ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხევდით, ახალი კანონის ძალაში შესვლამდე უწყება მხოლოდ გარფთხილებით შემოიფარგლება.


 

„დღეის მდგომარეობით, ახალი კანონის ძალაში შესვლამდე, სამსახური ყოვედღიურ რეჟიმში აფრთხილებს სუბიექტებს, მოაწესრიგონ და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთ ობიექტებზე არსებული სარეკლამო აბრები. ბევრმა კომპანიამ ამ კუთხით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და მომართვის შემთხვევაში, თითოეული საკითხის ინდივიდუალურად შესწავლა ხდება“,- აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურში.

 

ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვით იგეგმება ფულადი ჯარიმების ოდენობის გაზრდა, დამრღვევის დაჯარიმებას კი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები თავად შეძლებენ. ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე - 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება.

 

 

ავტორი : სალომე ლემონჯავა



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up