„ქალაქის“ ახალი სიცოცხლე - განახლებული კონცეფციით რესტორანი 24 მაისს გაიხსნება

„ქალაქის“ ახალი სიცოცხლე - განახლებული კონცეფციით რესტორანი 24 მაისს გაიხსნება

access_time2021-05-20 13:50:11

თბილისის ერთ-ერთი ცნობილი, პრემიუმ კლასის რესტორნის „ქალაქის“ ახალი სიცოცხლე იწყება. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული კონცეფციით რესტორანი 24 მაისს გახსენება. ახალი მენეჯმენტი მუშაობას ამბიციური გეგმებით იწყებს. პირველი ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს მენიუს ეხება, ევროპული კონცეფციის რესტორანი სრულად ქართულ სამზარეულოზე გადაერთვება. „ქალაქის“ მმართველი ზურა ტალახაძე გვიყვება, რომ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ისეთი კერძები, რომელიც თბილისის არც ერთი რესტორნის მენიუში არ არის.

 

ის სიტუაცია, რომელიც პანდემიამდე რესტორან „ქალაქში“ იყო რადიკალურად შევცვალეთ. შევქმენით ახალი მიმართულებით - ქართული, კუთხური სამზარეულოს მიმართულება. მენიუში იქნება ისეთი კერძები, რომლებიც შეიძლება თბილისის არც ერთ რესტორანში არ იყოს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არ ჩავთვალეთ საჭიროდ რესტორანში ევროპული სამზარეულო დაგვეტოვებინა. ფასებთან დაკავშირებით გეტყვი, რომ ახალი კონცეფციის მიხედვით გათვლა საშუალო და მაღალ სეგმენტზე გვაქვს. ნებისმიერი ადამიანს, რომელიც გვესტუმრება დავახვედრებთ უგემრიელეს კერძებს და კარგ მომსახურებას. პლუს ამას გვეყოლება ცოცხალი ბენდი, რომელიც ბევრ რესტორანში ფუფუნება გახდა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს როგორც მომსახურებით და სამზარეულოთი ასევე ფასებით“, - აცხადებს ზურა ტალახაძე.

 

ერთადერთი რაც რესტორანში არ შეიცვლება „ქალაქის“ დიზაინია. „კომერსანტის“ კითხვაზე რატომ მიიღეს რესტორანი გახსნის გადაწყვეტილება მაშინ, როცა სტუმართ-მასპინძლობის სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, ზურა ტალახაძე მიიჩნევს, რომ ისეთი რესტორანი როგორიც „ქალაქია“ არ შეიძლება დახურული იყოს.


 

„ქალაქის“ გახსნის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ასეთი რესტორანი დახურული არ უნდა იყოს. ჩვენ კონკურენციაში შესვლას არავისთან არ ვაპირებთ, ქალაქი თვითონ შექმნის ისეთ იმიჯს, რომ სხვა რესტორნები მიბაძავენ. შეიძლება ეს სამ და ოთხ თვეში არ მოხდეს, მაგრამ თუ სიტუაცია გამოსწორდა დიდი შანსია, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი იყოს. მინდა შევქმნა „ქალაქის“ ახალი სიცოცხლე, ამის შანსი ნამდვილად გვაქვს. დღეს ის სიტუაცია, რომ იყოს რაც პანდემიამდე შანსები გაცილებით დიდი იქნებოდა, თუმცა დღეს რაიმეს პროგნოზირება ცოტა რთულია“, - განაცხადა ზურა ტალახაძემ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up