ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესი გამარტივდება

ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესი გამარტივდება

access_time2020-05-13 13:10:00

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში მზადდება სამართლებრივი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების პროცესში წარმოსადგენი დოკუმენტები არსებითად გამარტივდება და მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„რამდენიმე ხნის წინ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალე, რომ ამ მიმართულებით ბევრი საკითხი გაგვემარტივებინა, რადგან დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს და ის წესები და კანონები, რაც ურბანული მიმართულებით არსებობს, გარკვეულწილად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩემი დავალების მიზანი იყო, რომ სამშენებლო სექტორში ჩართულ ადამიანებს, დეველოპერებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, დროულად მომხდარიყო მათი პროექტების დამტკიცება. ზოგადად, განაშენიანების რეგულირების გეგმა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. იქ არის ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება, არ იყოს აუცილებელი და მათი განხორციელება სხვანაირად იყოს შესაძლებელი. ვიცი, რომ საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი ცვლილებებისა მომზადებულია ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენს მშენებლებს, დეველოპერებს გავუმარტივოთ მუშაობა, მითუმეტეს, ამ რთულ ვითარებაში. ზოგადად, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკონომიკის განვითარებისა და მოქალაქეთა დასაქმების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ მიმართულებით მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თავის მხრივ, ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ სამართლებრივი ცვლილებების მიზანია, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისა და პროექტების განხორციელების პროცესი დროში შემცირდეს და გამარტივდეს.




„ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადება ძალიან დიდ დროს მოიცავს და ამ პროცესში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულების დაცვა ხდება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ და ბოლო პერიოდის განმავლობაში, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავეთ. ვცდილობთ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული რგოლები შევკვეცოთ და ამოვაგდოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა შევეხოთ იმ მთავარ ღირებულებებს, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი, ადმინისტრაციული ორგანოს მეტი მუშაობის ხარჯზე, ვცდილობთ, გავამარტივოთ, დროში შევამციროთ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტების განხორციელება. ახლა ჩვენ უკვე ვართ სამართლებრივი აქტების მომზადების პროცესში და უახლოეს დღეებში შევძლებთ, დეველოპერებს წარვუდგინოთ პრეზენტაცია, შევხვდეთ და მივაწოდოთ ეს მასალა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მუნიციპალიტეტი, რათა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესში გარკვეული სიმარტივეები გაჩნდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროცესი სწორი ურბანული განვითარების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up