ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

access_time2020-11-25 14:16:25

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინი“ გახდა. საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის მიერ დადგენილ პრეტენდენტებს შორის საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.

კონკურსში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა - შპს „ბაუ დიზაინი“, შპს  „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“.

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.

,,ბაუ დიზაინი“-ს ეგიდით წარმოდგენილი გუნდი მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შედგება. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიელი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მარკო არდიელი იქნება. იგი ურბანულ დაგეგმვასა და ქალაქგეგმარებაში არის სპეციალიზირებული, ასევე არის ისტორიული ქალაქების ტურისტული ინდუსტრიის სფეროში, ურბანული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INU) და იტალიის არქიტექტორთა ასოციაციის წევრი და მნიშვნელოვანი ქალათმშენებლობითი პროექტები აქვს განხორციელებული.

საპროექტო ჯგუფის კონსულტანტად მოწვეულია არქიტექტორი და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ფერუჩიო ტაზინატო.

ქალაქგეგმარებითი მიმართულებით მიშა ბალიაშვილი  და  შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები იმუშავებენ,  ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი კი ფრედერიკ ლე ფიშუ  იქნება,  ეკონომიკური ჯგუფის კონსულტაციას  დევიდ ნათი გაუწევს. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი წარმოადგენს,  გარემოს ნაწილს - გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი, ხოლო ტურიზმის ნაწილს - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია წარმოადგენს.


ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის  შემუშავება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან  90 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.

გენგეგმით ის აუცილებელი ღონისძიებები უნდა განისაზღვროს, რაც კურორტს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას შეუნარჩუნებს   და  ქალაქს  ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up