ქაღალდზე ყველაფრის დათვლა შეიძლება, მაგრამ მთავარია რეალობა - ბიზნესი ხაზარაძის ინიციატივას აფასებს

ქაღალდზე ყველაფრის დათვლა შეიძლება, მაგრამ მთავარია რეალობა - ბიზნესი ხაზარაძის ინიციატივას აფასებს

access_time2020-05-01 10:00:29

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს. როგორც პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძემ განმარტავს ფონდი ნულოვანი ინტერესით გაჩერებულ ბიზნეს საბრუნავ კაპიტალს მისცემს, მხოლოდ ერთი პირობით შეინარჩუნონ თანამშრომლების 80%. ყოფილი ბიზნესმენი განმარტავს, რომ ლელოს მიერ შემუშავებული პროგრამა არ არის მხოლოდ მოკლევადიანი პრობლემის გადაწყვეტა, როგორც ხაზარაძე ამბობს, სქემა გრძელვადიანი ეკონომიკის გამოცოცხლების სერიოზული სტიმული იქნება. მისი თქმით, ეკონომიკა 4 წელიწადში 2-ჯერ გაიზრდება და საქართველოში დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ბიზნესი „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას.

 

„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესს დახმარება აუცილებლად სჭირდება, თუმცა, მისი თქმით,  დახმარებას მაშინ აქვს აზრი თუ ბიზნესის განვითარების რეალური პერსპექტივა არსებობს. როგოც ბიზნესმენი აღნიშნავს, ქაღალდზე ყველაფრის დათვლა შეიძლება, მაგრამ მთავარია რეალობა, ზურაბ რამაზაშვილს უჭირს იმ შედეგების დაჯერება, რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობს, რადგან „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებლის თქმით, თეორიული გათვლები არასდროსაა მართალი, განსაკუთრებით იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთხ წლიან პროგნოზზეა საუბარი.

 

„დავუშვათ კომპანიამ მიიღო თანხა, შემდეგ კი ვალდებულებები არ შეასრულა და თანამშრომელთა განსაზღვრული რაოდენობა არ შეინარჩუნა, მაშინ რა ხდება? ფული გადაყრილია? კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით რადიკალური ცვლილელები მოახდინა, ზოგადად, ძალიან ბევრი ბიზნესის არსებობა ეჭვქვეშ დადგა. ამიტომ ახლა, რომ გავთვალოთ 4 წლის შემდეგ ეკონომიკა აყვავდება იმიტომ, რომ 3 მლრდ კომპანიებს დავურიგეთ ჩემი აზრით, რეალობას მოწყვეტილია. თუ ბიზნესს განვითარების პერსპექტივა არ აქვს, დახმარებას აზრი არ აქვს, რადგან ფული გაიფლანგება და ბიზნესი გაჩერდება, ანუ მაინც ის შედეგი დადგება, რაც უნდა დამდგარიყო ფულადი დახმარების გარეშე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პერსპექტივის განსაზღვრაა, თუ რომელი ბიზნესი იქნება წარმატებული. საკმაოდ რთულია იმის შეფასებაც, რამდენად პერსპექტიულია ბიზნესი. ახლანდელი გადმოსახედიდან სარესტორნო ბიზნესს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში პერსპექტივა არ უჩანს, მაგრამ შემდეგ რა იქნება არავინ იცის. შორეული გადასახედიდან ღვინის ბიზნესიც საკმაოდ პრობლემური ჩანს.  კორონავირუსმა გვასწავლა, რომ შეფასებებში და დაგეგვმაში ფრთხილები უნდა ვიყოთ სწორედ ამიტომ ბრმად დახმარება არ შეიძლება“, - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.


გადამზიდავი კომპანიის „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფონდი ადრეც შეიქმნა, თუმცა, ოპერაციების მოთხოვნის არ დაფიქსირების გამო ვერ იმუშავა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძისგან, როგორც ბანკირისგან ურისკოდ სესხის გაცემის იდეის გაჟღერება ცოტა უჩვეულოა.



„ასეთი ფონდი  თავის დროზე შექმნეს და არ იმუშავა, რადგან მაგ ოპერაციებზე მოთხოვნა არ დაფიქსირდა. ხაზარაძის პროგრამას ნაკლებად ვიცნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა რა კვლევაზეა დაყრდნობილი, თორემ შემოთავაზებებს ბევრს გავეცანი, თუმცა კვლევაზე დაყრდნობით არცერთი არ ყოფილა. საინტერესოა საიდან გამოდის ეს რიცხვები, რატომ 3 მილიარდი და არა მეტი ან ნაკლები, ზერელედ მიმაჩნია ასეთი რიცხვების რახარუხი. სიტყვების გასროლა ძალიან მარტივია, მთავარია ისინი საიდან მომდინარეობს. ზოგადად ბანკირისგან ცოტა უჩვეულოა ურისკოდ სესხის გაცემის იდეის გაჟღერება. თუმცა, აქვე დავამატებ რომ დღეს ეს არ არის ბიზნესის მთავარი საჭიროება, ბიზნეს კაპიტალიზაცია სჭირდება და ამაზე არის სერიოზული საფიქრალი და საზრუნავი, ამას კი სესხებით ვერ ვუშველით“, - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.


ბაჩო ადამია

ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up