ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

access_time2021-04-11 20:00:56

უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.


დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.


კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება - ერთჯერადი ჭიქების, სამხატვრო ქაღალდების, ყუთების კენკრისთვის, და ა.შ


ფრეჩკას თქმით, ამ ბიზნესისკენ პირველი ნაბიჯები მან სკოლაში სწავლის დროს გადადგა. მას ეკოლოგიური პრობლემები ძალიან აწუხებდა და ერთხელ მასწავლებელთან ერთად ფოთლების თვისებების შესწავლის დროს, აღმოაჩინა სოკო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ქაღალდის წარმოებაში.


პროექტმა რამდნიმე მსხვილი უკრაინული ბიზნეს-კომპანია დაინტერესდა, შედეგად, სკოლაში მოფიქრებული პროექტი 2017 წელს სტარტაპად იქცა და ის დღესაც წარმატებით ვითარდება.


ვალენტინთან ერთი გუნდში 10 ადამიანი მუშაობს, და მათმა იდეა, უკვე მსოფლიო დააინტერესა.


სტარტაპის მხარდამჭერთა შორის ტრადიციული მრეწველობის 2 გიგანტია - ჟიტომირის მუყაოს ქარხანა, და ციურუპინსკის ქაღალდის კომპანია - ორივე ამ საწარმოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ალტერნატიული, ლერწამის ქაღალდის წარმოებაზე მუშაობდა.



ახალგაზრდა კომპანიამ ასევე საერთაშორისო ფონდის Canopy-სგამ დაფინანსებაც მიიღო, ასევე მას მხარი ბუნების მსოფლიო ფონდმა დაუჭირა. კომპანია ასევე უკრაინული ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს


ამჟამად ჩვენ წარმოებაში ინვესტირების სტადიაზე ვართ. მინი-საწარმოს ასაშენებლად საჭიროა 350 000 დოლარი. მისი სიმძლავრე წელიწადში 140 ტონა ქაღალდი იქნება, ხოლო გადამუშავდება 20 000 ტონა ჩამოცვენილი ფოთლები.


ამ ეტაპზე კომპანია ქაღალდის წარმოებაში ჟიტომირის ქარხანასთან თანამშრომლობს - სწორედ იქ ხდება ფოთლების მასის გადამუშავება, და მისგან საჭირო ბოჭკოს წარმოება. შემდეგ მასალა ციურიუპინსკის კომბინატში მიდის, სადაც საბოლოო პროდუქტი იწარმოება.


არსებული ტექნოლოგიები მსხვილი სამრეწველო წარმოებისთვის საკმარისი არაა, თუმცა, ის რაც იწარმოება შემდეგ მიდის ხარკოვში და რივნოში, სადაც ქაღალდისგან სხვადასხვა საყოფადცხოვრებლო ნივთები იწარმოება - ძირითადად სხვადასხვა დანიშნულების პაკეტები და ყუთები.


ამ ეტაპზე კომპანია თავის პროდუქციას უკრაინის ქალაქ უჟგოროდში ყიდის, მცირე რაოდენობით პროდუქტი ექსპორტზე ბრიტანეთში და ავსტრიაში გაიგზავნა.


ამ დროისთვის კომპანია მოგენას არ იღებს - მთელი შემოსული თანხები რეინვესტირდება.
„დღეს ჩვენ ყველაფერს საკუთარი ძალებით ვაკეთებთ. სამწუხაროდ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, ჩვენ არ შეგვიძლია 100 ტონა ქაღალდის წარმოება. მთავარი პრობლემა დაფინანსებაა - თუ ფული იქნება, ჩვენ მსხვილი წარმოების აწყობას ადვილად შევძლებთ“ ამბობს ვალენტინ ფრეჩკა.


მისი თქმით, კომპანის მსოფლიო, და პირველ რიგში უკრაინულ ბაზარზე რევოლუციის მოხდება სურს.


„უკრაინაში ყოველწლიურად 115 000 ტონა თივა ფერმებში ლპება, იმიტომ რომ არავის არ სჭირდება. ეს 115 000 ტონა თივა შესაძლოა რამდენიმე ათასი ტონა ქაღალდი გახდეს“ - ამბობს ვალენტინ ფრეჩკა.


 Delo.ua


თენგიზ აბლოთია 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up