ქადაგიძის წასვლის შემდეგ ბანკების ქცევა შეიცვალა – რით ხსნიან ექსპერტები ამ დამთხვევას

ქადაგიძის წასვლის შემდეგ ბანკების ქცევა შეიცვალა – რით ხსნიან ექსპერტები ამ დამთხვევას

person access_time2016-03-22 09:30:23

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 7%–ით გამყარდა. თანაც ეს სულ რამდენიმე დღეში, ნახტომისებურად მოხდა. ექსპერტთა ნაწილს დამთხვევის არ სჯერა და ეჭვი არ ეპარება, რომ სწორედ "ქადაგიძის ფაქტორის" მოხსნის შემდეგ მიეცა ლარს შესაძლებლობა, ბუნებრივ ნიშნულს დაბრუნებოდა. ექსპერტთა ნაწილი კი ობიექტურ პირობებზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე, ტურიზმის ზრდაზე, ასევე ხელისუფლების მიერ დეფიციტური ხარჯების შემცირებაზე საუბრობს.


„კომერსანტი“ ექსპერტების პირველი ნაწილის პოზიციის დეტალებით დაინტერესდა. კერძოდ, თუ ლარის გაუფასურების მიზეზი გიორგი ქადაგიძის პიროვნული ფაქტორი იყო, ავტომატურ რეჟიმში უნდა შეფასდეს ამ პროცესებში ბანკების მონაწილეობაც, რადგან ლარის გაუფასურების პერიოდში, ექსპერტთა ეს ნაწილი მუდმივად საუბრობდა ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივ მოქმედებაზე. ეს ვერსია განსაკუთრებით გაამყარა ვიცეპრემიერ კახა კალაძის მინიშნებამ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ლარის გაუფასურებაზე საუბრისას, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და კომერციული ბანკები ერთ კონტექსტში ახსენა: 


„რაც შეეხება ქადაგიძის უწყებას, ჩვენ არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება, უბრალოდ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა, რომ უჭირს რაიმე დეტალებზე ისაუბროს, კონკრეტულ ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუნდაც ავიღოთ დიდი ბანკების ტრანზაქციები, არ ვიცით ბოლო კვირების განმავლობაში რა ტრანზაქციები განხორციელდა ,,საქართველოს ბანკის’’, თუ ,,თი-ბი-სი’’ ბანკის მიერ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ ყველაფრის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია. მას შეუძლია ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს ხელისუფლებას იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც დღეს არის საქართველოში.“


კალაძის განცხადებას „უხერხული“ უწოდა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 

 

ლარის წინააღმდეგ კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის „შეთქმულების თეორიის“ მომხრე ექსპერტების ვარაუდები ემყარებოდა იმას, რომ 2014 წლის ნოემბრიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 280 მილიონი დოლარი გამოიტანა. საუბრობენ, რომ ეს რეზერვები მსხვილმა ბანკებმა შეიძინეს და იმის მაგივრად, რომ მიმოქცევაში გაეშვათ ისინი, დაარეზერვეს. 


 

ექსპერტი ირაკლი ზარქუა, რომელიც  ლარის უეცარ გამყარებას სწორედ ქადაგიძის პოსტიდან წასვლით ხსნის, ამბობს, რომ კომერციულ ბანკებს საქმიანობა იმ თამაშის წესებით უწევდათ, რომლებიც ქადაგიძის მმართველობის პერიოდში შეიქმნა და მათი დადანაშაულება ლარის დევალვაციაში არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით შესაძლოა გარკვეული ეჭვები მართლაც არსებობდეს.


„გიორგი ქადაგიძის მმართველობის დროს ჩამოყალიბდა ისეთი სისტემა, რომ კომერციული ბანკების მონაწილეობის გარეშე გამორიცხული იყო ასეთი სპეკულაციური შეტევები ლარის კურსზე. თუმცა, მეორეს მხრივ, ბანკებს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ისინი მოკლე პერიოდში მაქსიმალურ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება კი ეროვნულ ბანკს ეკისრება, რომელმაც კომერციულ ბანკებს არ უნდა მისცეს ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედების საშუალებით მოგების მიღების შესაძლებლობა. თუ ბანკები არ დაემორჩილებოდნენ არსებული თამაშის წესებს, მათ მოუწევდათ ინტელექტბანკის, ლიბერთის და ქართუ ბანკის ბედია გაზიარება,“ – აცხადებს ზარქუა და დასძენს, რომ შესაცვლელია და მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს სისტემა, რომლითაც ყალიბდება კურსი. ექსპერტის თქმით, ქადაგიძესთან ღია ბრძოლა ცუდად იმოქმედებდა საინვესტიციო გარემოზე, ამიტომ ხელისუფლებამ საშუალება მისცა, მშვიდად მისულიყო საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, რათა რევოლუციური რყევები არ მომხდარიყო. 


ზარქუას თქმით, არც ტურისტების, არც ფულადი გზავნილების და არც ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის მიმართულებით იანვარ–თებერვალში არ მომხდარა რაიმე ისეთი უეცარი ცვლილება, რომელიც ლარის რამდენიმე დღეში გამყარებას გამოიწვევდა.


„როგორც კი ქადაგიძე ჩამოშორდა ეროვნულ ბანკს,  ფინანსურმა ჯგუფებმა მიიღეს გზავნილი, რომ ლარი დაუბრუნდებოდა იმ კურსს, რომელსაც ეკონომიკა გვკარნახობს – ესაა დაახლოებით 2,15–2,25. ამიტომაც მათ დაიწყეს დოლარის გაყიდვა. მართალია, ჯერ არ არიან ბოლომდე თავისუფალნი, რადგან ვალუტის კურსის დადგენაში გამჭვირვალობა არაა უზრუნველყოფილი, თუმცა მჯერა რომ სებ–ის ახალი ხელმძღვანელობა მოახერხებს აღნიშნულის გარანტირებას. ჩემი აზრით, ასეთ პირობებში ეკონომიკა უფრო დინამიურად განვითარდება და ბანკებიც, რომლებიც პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდნენ, წმინდა საბაზრო პრინციპით დაიწყებენ საქმიანობას,“ – აცხადებს ირაკლი ზარქუა.


ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისა და კომერციული ბანკების ურთიერთსარგებლიან ურთიერთობებზე მიანიშნებს  „პირადი ბანკირის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე, რომელიც ამბობს, რომ მანიპულაციებით მხოლოდ „გარკვეულმა სექტორმა“ ისარგებლა, მოსახლეობა და ბიზნესის დიდმა ნაწილმა კი იზარალა.


მისი თქმით, შეუძლებელია ლარის უეცარი გამყარება გარე ფაქტორებს უკავშირდებოდეს და აქ უფრო ეროვნული ბანკის მხრიდან გარკვეულ მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი, ხოლო რადგანაც მანიპულაციები შემცირდა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა კურსს ხელოვნურად აღარ „ბერავს,“ დაიწყო სტაბილიზაცია. 

 

ლარის დევალვაციასა და შემდგომ კი მის გამყარებაში კომერციული ბანკების შეგნებულ მონაწილეობაზე არ საუბრობს მიხეილ დუნდუა. როგორც 2030–ის ექსპერტი აცხადებს, მოხდა ხელოვნური ფაქტორების მოხსნა და ახლა უკვე ყველაფერი ნორმალურ კალაპოტშია.


„როდესაც ხელოვნური ფაქტორი მოიხსნა, შესაბამისად, ყველაფერი დაჯდა ნორმალურ კალაპოტში. თუ ბანკებს არ სჭირდებათ დოლარი, არ იყიდიან, თუ სჭირდებათ, იყიდიან. ეს ასეა. შევხედოთ როგორი კურსია ეროვნულ ბანკში, როგორია კომერციულ ბაკებში და როგორია გარე ბაზარზე. გარე ბაზარზე გაცილებით უკეთესი კურსია ვიდრე კომერციულ ბანკებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოიხსნა ზეწოლა გარე ბაზარზე. სხვა არაფერი არ ხდება,“ – აცხადებს დუნდუა.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up