PwC: 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა რეკორდული ტემპებით გაიზრდება

PwC: 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა რეკორდული ტემპებით გაიზრდება

access_time2021-01-21 20:30:00

PwC-ის ექსპერტების პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 5% იქნება, რაც გახდება ყველაზე დიდი გლობალური ზრდის მაჩვენებელი XXI სუკუნეში. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ზუსტი პროგნოზის დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის ტემპებზე. პროგნოზების რეალისტურობაზე ასევე გავლენას ახდენს მონეტარული, ფინანსური და ფისკალური მხარდამჭერი ზომების ხანგრძლივობაც.



PwC-ის უფროსი ეკონომისი ბარეტ კუპელიანი აცხადებს, რომ ცალკეულ განვითარებულ ქვეყნებში 2021 წლის პირველ კვარტალში მოხდება პროდუქციის წარმოების შემცირება, რაც გამოწვეული იქნება პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალი შემზღუდავი ზომების შემოღებით.



მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია წლის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც წარმატებით წარიმართება ვაქცინაციის პროცესი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების უმეტესობაში.



საბაზრო გაცვლითი კურსების გათვალისწინებით, გლობალური მშპ-ს ზრდა შეადგენს 4,7%-ს, ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მხეიდვით 5,1%-ს. უკვე 2022 წელს არსებული პროგნოზით მაჩვენებლები გაიზრდება 3,7-4%-ით. დიდი შვიდეულში შემავალი ქვეყნების ეკონომიკების საშუალო ზრდა კი მიმდინარე წელს იქნება 3,7%, ხოლო 2022 წელს 3,1%.



მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 3,6% იქნება, ხოლო 2022 წელს 3,2%. ჩინეთის ეკონომიკა წელს 8%-ით, ხოლო მომავალ წელს 5,4%-ით გაიზრდება. დიდ ბრიტანეტში ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება წელს, ხოლო 6%-ით 2022-ში. რაც შეეხება ევროზონას, იქ 2021 წელს მოსალოდნელია 4,2%-იანი ზრდა, ერთი წლის შემდეგ კი 3,3%.



PwC-ის პროგნოზების თანახმად პანდემიამდელი საქონელწარმოება შესაძლოა, აღდგეს ამ წილის ბოლოსკენ ან 2022 წლის დასაწყისისთვის. თუმცა აღდგენის პროცესი არ იქნება ყველგან ერთნაირი.



ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მომსახურების სფეროზეა დაფუძნებული, ესეთები როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი ან იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც მეტწილად ექსპორტზე არიან დამოკიდებულები, როგორებიცაა იაპონია და გერმანია 2021 წლის ბოლოსთვის ვერ აღიდგენენ პანდემიამდელ ტემპებს. ამასთან, ჩინთის ეკონომიკამ უკვე გადააჭარბა მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიამდე ჰქონდათ.




ამასთან, მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, დიდი შვიდეულის ქვეყნებში სახელმწიფო ვალი 4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, ეს ბევრად ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე, როცა 7 ტრილიონს შეადგენდა. PwC-ის ექსპერტების ცნობით, დიდი შვიდეულის წვერი ქვეყნების სახელმწიფო ვალი მათი მშპ-ს 140%-ს შეადგენს.



განვითარებადი ქვეყნებში კი სახელმწიფო ვალის მოცულობა 2 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.



პირველად ისტორიაში 2021 წელს, PwC-ის პროგნოზით აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი გაერთიანდებიან კლიმატის ცვლილების წინააღდმეგ ბრძოლაში. ექსპერტებს აქვთ მოლოდინი ამერიკის პარიზის შეთანხმებაში დაბრუნების შემდეგ უკვე გაზაფხულზე გაიმარტება დიდი სამიტი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს მიძღვნება.



ევროკავშირში შემავალი ქვეყნები უკვე აპრილისთის მზად უნდა იყვნენ წარმოადგინონ ენერგეტიკული სექტორის ცვლილების და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის გეგმა. არის მოლოდინი, რომ ევროკომისია გასცემს ტრანშებსა და კრედიტებს ევროზონის ქვეყნების მშპ-ს 0,5%-ის ოდენობით, რათა დააჩქაროს ამ პროგრამების რეალიზება.



თავის მხრივ, ჩინეთში დაიწყება ახალი ხუთწლიანი გეგმის რეალიზება, რომელიც ითვალისწინებს ენერგოეფექტურობას.



PwC-ის ექსპერტები მოელიან, რომ პირველად ისტორიაში „მწვანე“ ობლიგაციების მოცულობა გადასცდება 500 მილიარდ დოლარს. ობლიგაციებზე, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკოლოგიურ პროექტებზე, ამჯერად ფასიანი ქაღალდების ბაზრის მხოლოდ 5% მოდის.



ექსპერტების აზრით, 2021 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები განაგრძობენ რბილი ფულადი პოლიტიკის გატარებას, ამერიკის ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთი უფრო დიდი ხნით დარჩება დაბალ ნიშნულზე, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი.



ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე გადახედავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს წარმოადგენს საბოლოო შედეგებს. ექსპერტების აზრით, ევროპის ცენტრალური ბანკი ამერიკის ფედრეზერვის გამოცდილებას მიჰყვება.



მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წელს იტალიის მშპ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რისი წყალობითაც ქვეყანა უმსხვილესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების რიგებში დაბრუნდება. ამ ჯგუფში შედიან აშშ, ჩინეთი, გერმანია და ინდოეთი.



როგოც ცნობილია, ინდოეთი მეხუთე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდა საბაზრო გაცვლითი კურსების შედეგად 2019 წელს და გაასწრო დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს. PwC-ის ექსპერტების აზრით, ცვლილებები გაცვლით კურსებს შორის იძლევა პროგნოზირების საშუალებას, რომ ინდოეთი 2021 წელს პოზიციას დაუთმობს დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს, თავად კი მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლებს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის.



PwC-ის პროგნოზით, ნავთობზე ფასი დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მისი საშულო ფასი ბარელზე 60 დოლარზე ნაკლები იქნება. თუმცა არაა გამორიცხული ფასმა წლის მეორე ნახევარში მოიმატოს, ნავთობზე მოთხვნის ზრდასთან ერთად, რომელსაც წარმატებულმა ვაქცინაციის პროცესმა შესაძლოა, შეუწყოს ხელი.



BPN.GE





თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up