პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი სოხუმის აეროპორტის მთავარი ინვესტორი იქნება

პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი სოხუმის აეროპორტის მთავარი ინვესტორი იქნება

access_time2022-11-30 17:40:00

აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ დე ფქტო ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ მოსკოვში, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

 

მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ინვესტორი უკვე არსებობს. აგვისტოში ონლაინჟურნალი, SOVA წერდა, რომ ეს ინვესტორი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფი, „საბაზისო ელემენტია.“ იმავე თვეში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ტესტირების დასრულება სწორედ „ბაზისური ელემენტის მმართველმა დირექტორმა, ალექსეი ვასილჩენკომ გამოაცხადა. ის ამბობს, რომ პროექტის პირველი ეტაპი 2,4 კმ ასაფრენი ბილიკისა და ტერმინალის შენობის შეკეთებას მოიცავს, რის შემდეგაც 10 000 კვ.მ. ფართობის კომპლექსი საათში 435 კაცს გაატარებს და წელიწადში 1,5 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ალექსეი ვასილჩენკო ამბობს, რომ ძველის ადგილზე ორსართულიანი ტერმინალი აშენდება და მგზავრთა ნაკადი წელიწადში 2,5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება. აეროპორტის 2024 წლის დასაწყისში გაშვება პირველად სწორედ ალექსეი ვასილჩენკომ დააანონსა.

 

„საბაზისო ელემენტი“ შპს Basic Element-ის კუთვნილი კომპანიაა, რომელიც რეგისტრირებულია ჯერსიში. თავის მხრივ, შპს Basic Element-ის 100%-იანი წილი კომპანია A-Finance-ს ეკუთვნის, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში არის რეგისტირირებული. მისი ბენეფიციარი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, ოლეგ დერიპასკაა.

 

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და დერიპასკას კომპანია აეროპორტის რეკონსტრუქციის ეტაპებსა და ობიექტების საკუთრებაზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა. ბჟანია ამბობს, რომ „საკუთრების საკითხში აფხაზური მხარის პოზიცია პრინციპული და კატეგორიული უნდა იყოს და ასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურა აფხაზეთის საკუთრებაში უნდა დარჩეს.“

 


დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია „პრინციპული“ მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში აფხაზური სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელიც ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანისა და მისი რუსი კოლეგის მიერ აეროპორტის ინფრასტრუქტურის დათვალიერების დროს ტელეოპერატორის ობიექტივში შემთხვევით მოხვდა. ფოტო რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ გეგმას და იმ ობიექტებს ასახავდა, რომელებიც „რუსეთის ფედერაციის კუთვნილებაში გადადიოდა.“ მათ შორის იყო ასაფრენი ბილიკი, სადისპეტჩერო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ასევე, აეროსადგურის კომპლექსის შენობები, წინამდებარე მოედანი და გასამართი სადგური. გარიგების თანახმად, აფხაზეთის საკუთრებაში მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.

 

ამასთან, 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის საჰაერო სივრცე როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილი გახდა, ხოლო აეროპორტს საერთაშორისო კოდი, URAS მიენიჭა, რითაც რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს ნორმა დაარღვია.

 

ICAO სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ICAO-ს განცხადებით, „აფხაზეთის თავზე ცის გახსნა ოფიციალური თბილისის ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს.“ ICAO-მ სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტაციიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.

 

სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ აეროპორტისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სოხუმში დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი ჩავა.

 

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up