რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „გაზპრომს“ უბრძანა, ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების შევსება ნოემბერში დაიწყოს. ამით ის აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზის დამატებითი მოცულობები უკვე გზაშია.
ასეთი ნაბიჯი „უფრო კეთილსასურველ ატმოსფეროს შექმნის ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, თქვა პუტინმა შეხვედრაზე, რომლის ტრანსლირებაც რუსეთის სახელმწიფო ტელეარხით მიმდინარეობდა.
მან სახელმწიფოს კონტროლირებად ენერგოკომპანიას უბრძანა, ფოკუსირება გერმანიისა და ავსტრიის გაზსაცავების შევსებაზე გააკეთოს და პროცესი 8 ნოემბერს დაიწყოს.
დისტანციურ შეხვედრაზე „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა აღიარა, რომ კომპანიამ ევროპაში არსებულ თავის საცავებში მცირე მოცულობის გაზი ჩატუმბა.