პუტინმა და ერდოღანმა შეხვედრაზე Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვაზე ისაუბრეს

პუტინმა და ერდოღანმა შეხვედრაზე Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვაზე ისაუბრეს

access_time2019-08-28 21:30:19

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.


პუტინმა ერდოღანს ახალი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Su-35 აჩვენა. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ მზად არიან თურქეთთან აწარმოონ აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი სამხედრო ტექნიკის მიყიდვაზე და ერთობლივ წარმოებაზე.


"ჩვენ ვისაუბრეთ Su-35-ზე თანამშრომლობაზე, ასევე ახალ Su-57-ზე ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობაზე." თქვა მან.


თავის მხრივ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს თავდაცვის ბევრ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.



შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.


S-400 სისტემის პირველი ნაწილი თურქეთმა უკვე მიიღო. მას სირიის საზღვართან განათავსებენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამ ნაბიჯის გამო თურქეთის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაში მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრებოდა.


თურქეთი F-35 ტიპის თვითმფრინავების 900-ზე მეტ ნაწილს აწარმოებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით ამის ჩანაცვლება აშშ-ს 500-დან 600 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. გარდა ამისა შეჩერდება თურქი პილოტების გადამზადების პროგრამაც. თურქეთი ვეღარ შეიძენს F-35 ტიპის 100 თვითმფრინავს, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე არსებობდა.


F-35 აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავია. მას ნატო და აშშ-ის სხვა მოკავშირეები იყენებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებელია და თურქეთს მის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.


ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.





გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება

გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება
access_time2020-09-28 13:00:20
სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს  შედეგი.  მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8...

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე
access_time2020-09-28 16:00:02
„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. ნებისმიერი სახის შეიარაღებული...

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
access_time2020-09-28 15:15:11
ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია. Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით: თიბისი — 19,694,904,000 ლარი; ...

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა
access_time2020-09-28 14:20:55
თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც...

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება
access_time2020-09-28 14:10:42
„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ...


მსგავსი სიახლეები

up