Financial times: პუტინის ყალბი დემოკრატიის ფასადი ინგრევა – რუსეთის დუმის სამდღიანი არჩევნები დაიწყო

Financial times: პუტინის ყალბი დემოკრატიის ფასადი ინგრევა – რუსეთის დუმის სამდღიანი არჩევნები დაიწყო

access_time2021-09-17 11:00:38

რუსეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები პარასკევს, 17 სექტემბერს დაიწყო. პროცესი სამდღიანია და კვირას დაიხურება საარჩევნო უბნები.



მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, პრეზიდენტის რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება. ერთი შეხედვით, ვითარება ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია - მმართველი პარტია, რომელსაც ზურგს პრეზიდენტის ავტორიტეტი უმაგრებს, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.



თუმცა, დრო მიდის და მდგომარეობა იცვლება. გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ბევრ ახალგაზრდა რუსს არ სურს, რომ 2024 წელს, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ვადა სრულდება, სახელმწიფოს მეთაური ისევ ვლადიმერ პუტინი გახდეს.



და ეს მაშინ, როდესაც შარშან საამისოდ სპეციალურად შეცვალეს კონსტიტუცია და პუტინს კიდევ 2-ჯერ შეუძლია ამ პოსტის დაკავება - ჯამურად 12 წლით.



კრემლმა 2020 წელს დაინახა, როგორ გამოვიდა ბელარუსში ათასობით ადამიანი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ძალაუფლების მორიგი უზურპაციის გასაპროტესტებლად და ეს მოსკოვისთვის არასასიამოვნო პრეცედენტია.




ამ დროისთვის ნაკლებია იმის წინაპირობა, რომ რუსეთში ოპოზიცია მოქმედი არჩევნებში ისეთ დონეს მიაღწევს, რომ პუტინის წასვლის მოთხოვნით ასობით ათასი რუსი ქუჩაში გამოვა. დღესაც კი ბევრი ასაკოვანი ამომრჩეველი პუტინის რეჟიმის ერთგული რჩება, პატარა ქალაქების ფარგლებს გარეთ ბევრი ადამიანი არსებული ხელისუფლების ღირსეულ ალტერნატივას ვერ ხედავს.



თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან შეტევა დებატებისთვის სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს, ხოლო კრიტიკა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, რომელიც პროგრესისთვის აუცილებელია, თითქმის ბოლომდეა ჩახშობილი - პუტინის მოწინააღმდეგეები ან გაჩუმებულები არიან, ან ემიგრაციაში, ან უარეს შემთხვევაში ციხეებში არიან გამოკეტილი.



ჭკვიან მეწარმეებს და ინვესტორებს ბიზნესები სხვა, უფრო დემოკრატიულ და ღია ქვეყნებში გადააქვთ, იმიტომ რომ რუსული ავტორიტარიზმი მათ არასტაბილურობის და დაუცველობის განცდას უქმნის. იმის შანსები, რომ რუსეთის ეკონომიკა ოდესმე მოახერხებს ნედლეულზე კრიტიკული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას, ან მთავრობა შეძლებს დაამარცხოს კორუფცია, რომელიც სისტემას შიგნიდან ანადგურებს - თითქმის ნულოვანია.



ზოგჯერ ავტორიტარიზმი შეიძლება იყოს პროგრესული, როდესაც მისი მიზანია ლიბერალური რეფორმების ჩატარება და დემოკრატიისკენ გზის გაკვალვა. პუტინის გარემოცვაში ძალიან ბევრს მისი ხელისუფლება 2000-ანი წლების დასაწყისში სწორედ ასეთი ეგონა.



თუმცა, წლები გავიდა, რეჟიმის არსობრივი სიცარიელე სრულიად ცხადი გახდა. ძალაუფლების ჩაბღაუჭების ერთ-ერთი მოტივაციაა იმის რწმენა, რომ რუსეთს და ქაოსს შორის მხოლოდ პუტინის დგას. ეს ასევე ასახავს პრეზიდენტის და მისი გარემოცვის შიშს იმაზე, თუ რა ელის მათ, თუ ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ.



ეს დიდი უბედურებაა პირველ რიგში თავად რუსებისთვის, თუმცა, ეს ასევე საშიშია გლობალური უსაფრთხოებისთვის - პუტინმა ყირიმის ანექსია მოახდინა, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი გააჩაღა, ლუკაშენკოს მხარდაჭერას აძლიერებს, და ქვეყანაში მტრებით გარშემორტყმული ციხე-სიმაგრის ატმოსფეროს ქმნის.



ევროპელი ლიდერები ამ რეალობას საკმაოდ კარგად აცნობიერებენ, მოვიდა დრო, რომ ამაზე მეტად დაფიქრდეს ჯო ბაიდენიც, რომელიც დღეს ძირითადად ჩინეთზეა გადართული.



Financial times





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up