სირიაში ნავთობისა და გაზის საბადოებს პუტინის მზარეულის პრიგოჟინის კომპანია დაამუშავებს

სირიაში ნავთობისა და გაზის საბადოებს პუტინის მზარეულის პრიგოჟინის კომპანია დაამუშავებს

access_time2020-01-21 09:30:47

ვლადიმერ პუტინის პირადი მზარეულის სახელით ცნობილი, ევგენი პრიგოჟინის კომპანიებმა სირიაში ნავთობისა და გაზის მოპოვების კონტრაქტი მიიღეს. სწორედ, პრიგოჟინი დგას კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის უკან. ვაგნერის მებრძოლები სხვადასხვა დროს, მონაწილეობდნენ სირიაში, ცენტრალურ აფრიკაში, ლიბიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

 

2019 წლის დეკემბერში სირიის პარლამენტმა დაამტკიცა, შეთანხმებები, რომელიც ორ რუსულ კომპანიას აძლევს ექსკლუზიურ უფლებას დაამუშავოს ნავთობისა და გაზის საბადოები სამხრეთ სირიაში. ჯამურად საუბარია 12 ათას კვადრატული კილომეტრის ფართობზე, რომელსაც პრიგოჟინის ორი კომპანია ველადა და მერკური დაამუშავებს.

 

სირიის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, ჯამურად საუბარია 250 მილიარდ კუბამეტრ გაზზე. აქედან ერთ კომპანიაში ველადაში, ჯამურად 2 ადამიანი მუშუობს და კომპანიის ხელთ არსებული ოფიციალური კაპიტალი კი 10 ათას რუბლს არ აღემატება. მეორე კომპანია მერკური კი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დიდ შეკვეთებს ასრულებდა. მათ შორის, არის რუსეთის არმიის საკვებით მომარაგება, ხელშეკრულების ღირებულებამ 118 მილიონი რუბლი შეადგინა.

 

ცნობილია, რომ ვაგნერის მებრძოლები სირიაში თავისი საქმიანობის საფასურს სწორედ, საბადოებიდან მიღებული ნავთობისა და გაზის სახით იღებდნენ. ყოველწლიურად რუსი დაქირავებული მებრძოლების გასამრჯელოდ დაახლოებით 20 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიცემოდა.


 

ვაგნერის მებრძოლების ჩართულობაც ბრძოლებში სწორედ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობისა და გაზის საბადოებს უკავშირდებოდა. ცნობილია, რომ 2015-2018 წლებში სირიაში ვაგნერის 40-ზე მეტი მებრძოლი მოკვდა.

 

უცნობია, ვაგნერის დაღუპული მებრძოლების ზუსტი რიცხვი 2018 წელს ამერიკული ავია დარტყმების შედეგად. აშშ-ის მიერ დეირ ერ ზორში განხორციელებულ ავი დარტყმებს სხვადასხვა ინფორმაციით ვაგნერის 60-იდან 200 მდე მებრძოლი დაიღუპა.

 

წინა თვეებში გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელშიც სავარაუდოდ ვაგნერის მებრძოლები სირიელ აჯანყებულებს ფიზიკურად აწამებენ.

 

Tabula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up