პუტინის განცხადებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, Bloomberg-ზე ლარის დასტაბილურება  მოჰყვა

პუტინის განცხადებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, Bloomberg-ზე ლარის დასტაბილურება მოჰყვა

access_time2019-07-09 19:02:24

საღამოს  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გავრცელებულ განცხადებას,  რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარის კურსის დასტაბილურება  მოჰყვა. 


გუშინ, რუსეთის სათათბიროს დეპუტატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქციებს დაუწესებდნენ  საქართველოს ღვინის და მინერალური წყლების იმპორტზე რუსეთში და ასევე   საქართველოს მიმართულებით ფულად გადარიცხვებზე, ნეგატიური მოლოდინები მოჰყვა, რის გამოც ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ ერთხელ ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა. 


დილიდან Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარის ვაჭრობა 2.8401 ნიშნულიდან დაიწყო და ყველაზე მაქსიმუმი 2.9325- ლარი იყო .


Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი უკვე 2,8906 ლარად ივაჭრება. 





14:30 სთზე საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.91 ლარი ღირდა. 






დაახლოებით ერთ საათში კი Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარის ფასი 2.9325 ლარზე დაფიქსირდა.






საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ყიდვა დაახლოებით 2,9550 ლარად იყო შესაძლებელი.  


17:00 სთზე საქართველოს ეროვნული  ბანკის მიერ დადგენილი კურსით კი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9096 ლარი გახდა, რომელიც ძალაში ხვალ შევა.


თუმცა, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი დუმის მხარდაჭერილ სანქციებზე უარი თქვა, ავტომატურად Bloomberg-ზე ლარის გამყარების ტენდეცია დაიწყო. 


19:00 - სთ-ზე  საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე  ერთი დოლარი უკვე 2,8825 ლარად ივაჭრება. 


კომერსანტი





თეგები:
ლარი



ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up