პუტინის ეკონომიკური მოდელი აღარ მუშაობს

პუტინის ეკონომიკური მოდელი აღარ მუშაობს

access_time2021-09-24 19:00:29

ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან მკვეთრად გაუარესდა, რასაც მოსკოვში იზოლაციონიზმის გაძლიერება მოჰყვა.

 


რუსეთი ცდილობს დასავლეთზე დამოკიდებულობა შეამციროს - მაგალითად, ქვეყნის მრეწველობის სამინისტრომ სახელმწიფო უწყებებს უცხოური კომპიუტერების, სერვერების, და მიკროელექტრონიკის შეძენა აუკრძალა, 2024 წლიდან კი მსხვილ კორპორაციებს Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვის უფლება არ ექნებათ.

 


სახელმწიფო სალიზინგო კომპანიას ГТЛК-ს უცხოური თვითმფრინავების ყიდვა აეკრძალა, ხოლო საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ მათ მიერ გამოშვებულ წამლების რუსული ანალოგი ვერ მოიძებნება.

 


რუსეთს დოლარისგან დამოუკიდებლობაც სურს - ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებში ამერიკული ვალუტის წილი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ ეტაპზე რუსეთს დასავლეთისგან მოწყვეტის ფუფუნება ნამდვილად გააჩნია - ცენტრალური ბანკის რეზერვები $620 მილიარდს შეადგენს, ხოლო ეროვნული კეთილდღეობის ფონდის - $190 მილიარდს.

 


თუმცა, ბევრი ეკონომისტი რუსეთის ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ გაზის და ნავთობის გაყიდვიდან შემოსული თანხები ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას არ ხმარდება.

 


საერთაშორისო კვლევების ვენის ინსტიტუტის დასკვნით, 2021 წელს რუსეთის ეკონომიკა 3,5%-ით, ხოლო 2022 წელს 3%-ით გაიზრდება. ეს მოულოდნელად ცოტაა განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელიც ვარდნის შემდგომ აღდგენის სტადიაში იმყოფება.


 


რუსი ექსპერტები „დაკარგულ ათწლეულებზე“ (2000-2021) საუბრობენ, როდესაც საშუალოდ ეკონომიკური ზრდა წელიწადში 0,9%-ს შეადგენდა. და ეს მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში საშუალოდ მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით იზრდებოდა.

 


რუსეთის ასევე ღრმად ჩამორჩა განვითარებულ ქვეყნებს თითქმის ყველა დარგში. ანალიტიკოსი დმიტრი ტრენინი მიიჩნევს, რომ ამჟამად რუსეთში მოქმედმა ეკონომიკურმა მოდელმა თავისი პოტენციალი მთლიანად ამოწურა. მისი თქმით, პოლიტიკური ელიტა შედგება ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ, სახელმწიფო აპარატში კი რუსეთის ისტორიაში უპრეცედენტო კორუფცია ყვავის.

 


რეალური საშუალო შემოსავალი რუსეთში 411 ევროს შეადგენს, ამ თანხის 15% სხვადასხვა გადასახადებზე მიდის, ხოლო ინფლაციამ აგვისტოში 6, 7% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 5 წლის მანძილზე.

 


პუტინის 2 საპრეზიდენტო ვადაში ინფლაციამ 571%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც საშუალოდ მსოფლიოში - 208%. ინფლაციის შეკავების მიზნით რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 2,5%-ით, 6,7%-მდე გაზარდა, რაც სესხების გაცემას და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.

 


ეკონომიკური ვითარება რუსეთში დიდი ხანია არ ყოფილა ისეთი მძიმე, როგორიც დღეს არის, ხოლო იმედები ჩინეთთან თანამშრომლობაზე არ გამართლდა. მეტიც, ჩინელი ინვესტორები ქვეყნიდან გარბიან - თუ 2020 წლის დასაწყისში ჩინელებმა რუსეთში 3,7 მლრდ. ჩადეს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,2 მლრდ., ანუ, 40%-ით ნაკლები.

 


ერთადერთი იმედია რუსული ექსპორტი ჩინეთში - ძირითადად გაზის და ნავთობის, რომელსაც რუსეთი ადრე მეტწილად ევროპაში ყიდდა, თუმცა, ბოლო პერიოდში ჩინეთზე გადაერთო. მაგრამ, ეს უკვე არ მუშაობს და ამას სახელმწიფო სტრუქტურებიც კი აღიარებენ - რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ფინანსური ინსტიტუტის დასკვნით, რუსეთის ეკონომიკური ზრდის მოდელი, რომელიც გაზის, ნავთობის, ნახშირის და ნედლეულის სხვა დარგების განვითარებაზე ეყრდნობა, უკვე თითქმის არ მუშაობს.

 


თუმცა, პუტინმა, რომელიც რუსეთს 1999 წლიდან მართავს, წლების მანძილზე ვერანაირი სხვა მიდგომა მოსახლეობას ვერ შესთავაზა და სავარაუდოდ, ვერც მომავალში შესთავაზებს.

 


სწორედ ამიტომ, პირველად ბოლო წლების მანძილზე საპარლამენტო არჩევნები რუსეთში ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში მიმდინარეობს - პუტინის უპირობო მხარდაჭერა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან უკვე უპირობო და ცალსახა არაა.

 

 

handelsblatt.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up