პუტინი: სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო

პუტინი: სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო

access_time2020-03-11 11:37:20

სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


„მასთან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილს ვთხოვდი, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი არავითარ შემთხვევაში სამხედრო გზით არ გადაეჭრა და ის დამპირდა ამას. მითხრა, არასოდეს გავაკეთებ ამასო. შემდეგ გაიქაჩა და მიიღო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაცივებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვისგან განზე გახტა.


„ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მადლობა უთხრან ამისთვის მიხეილ ნიკოლოზის ძეს“, - დასძინა პუტინმა.


გაზეთი რეზონანსი 


თეგები:
პუტინი



ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...

ჩინური იუანი საერთაშორისო ბაზარზე დოლარის ჩანაცვლებას ცდილობს - აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი

ჩინური იუანი საერთაშორისო ბაზარზე დოლარის ჩანაცვლებას ცდილობს - აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი
access_time2020-05-27 20:00:54
მარტის ბოლოს პანდემიის გამო გლობალურ ფინანსურ ბაზარზე რღვევის პროცესი დაიწყო, რამაც დოლარებში ინვესტირებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. ეს ისევე მოხდა, როგორც 2008-2009 წლების კრიზისის დროს იყო.მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 75 წელი გავიდა, თუმცა, დოლარი მსოფლიო არენაზე ლიდერობას სტაბილურად ინარჩუნებს. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როდესაც ამერიკის ეკონომიკის წილი მსოფლიო ბაზარზე მცირდება - 1960 წელს შტატებზე გლობალურ მშპ-ს 40% მოდიოდა, დღეს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...


მსგავსი სიახლეები

up