ბელარუსის ტერიტორიიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში ოკუპანტები უკრაინისგან პასუხს მიიღებენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
გვესმის, რომ პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკაზე, რათა დაიწყოს შეიარაღებული აგრესია ბელარუსის მხრიდან. ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია. სოჭის ბოლო შეხვედრაც კი ამ თემას ეხებოდა, - განაცხადა დანილოვმა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს მიაჩნია, რომ ლუკაშენკო მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„მაგრამ თუ ბელარუსიდან ჯარები მოვლენს, როგორც ეს იყო 24 თებერვალს, ისინი მიიღებენ ისეთ პასუხს, როგორსაც არ ელოდნენ“, - აღნიშნა დანილოვმა.
წყარო: interpressnews.ge