„პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ტერიტორიის თემა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციული ქმედებაა“

„პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ტერიტორიის თემა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციული ქმედებაა“

access_time2017-10-03 12:59:48

„ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს როგორ მოიქცეს და ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა არჩევნებამდე, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპროტესტო რეჟიმში გადასვლის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შფოთი არჩევნებზე უფრო „ქართულ ოცნებას“ აწყობს. მისივე თქმით, არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს რამდენად სწორი იყო ამა თუ იმ პარტიის ქმედებები.

 

„ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს როგორ მოიქცეს და ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა არჩევნებამდე, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ. რამდენად სამართლიანია ასეთი შეფასება, ამაზე პასუხის გამცემი დიდი ალბათობით, მხოლოდ არჩევნების დღე იქნება. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ ასე უნდა მოიქცე და არა სხვაგვარად, განსხვავებული შეფასებების საგანი იქნება. თემა, რომელმაც გამოიწვია, ასეთი პროტესტის აზვირთება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის მხოლოდ ამ პარტიის ქმედების საგანი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი, ასეთ პროტესტს სრულიად აუცილებლად ჩათვლის და თბილისელების პატარა ჯგუფები სხვადასხვა სახით გამოხატავენ პროტესტს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. 



მისივე თქმით, პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ტერიტორიის თემა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც აზიანებს ისეთ საკითხს, როგორიცაა მშვიდი საქართველო და მისი დედაქალაქი. 


რასაკვირველია, ჯობდა სიმშვიდეში ყოფილიყო შესაძლებლობა, რომ თბილისელებს აერჩიათ მერი, მაგრამ კატალიზატორი ასეთი, სრულიად მკაფიო საპროტესტო გამოსვლების უფრო მათ უნდა ჰქონოდათ, ვინც ასე უდროოდ და უსინდისოდ აპირებდნენ შეურცხყოფის მიყენებას თბილისელებისთვის. ფაქტია, რომ როგორც ჩანს, ან ივანიშვილი არ ენდობა კალაძეს და აქვს მიზეზი იფიქროს, რომ კალაძის მერად არჩევის შემდეგ, მისი მორიგი ხუშტური არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, ან პირიქით, სწორედ თბილისელთა უკმაყოფილება იყო მიზეზი ასეთი განცხადებების და შფოთი არჩევნებზე აწყობს უფრო „ქართულ ოცნებას“. ასეთი 1-ლარიანი მილიარდერის ჩაფიქრებული ქმედება, არის გარკვეული პროვოკაცია, რაც კვლავ ჩვენი ქვეყნის იმ საკითხებს დააზიანებდა, რასაც ჰქვია მშვიდი საქართველო, მშვიდი თბილისი“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. 




თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო რეჟიმში გადადის. მისი თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის მერიამ შეაჩეროს გადაწყვეტილება პუშკინის სკვერის და ბოტანიკური ბაღის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის თაობაზე.

 

საქმე ეხება დედაქალაქის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს, ასევე თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიას, ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა.

 

პრემიერ-მინისტრმა კი, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკოტრებული პოლიტიკური ძალა უწოდა. „680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up