პურპროდუქტების მწარმოებლები ფასების ზრდას არ აპირებენ

პურპროდუქტების მწარმოებლები ფასების ზრდას არ აპირებენ

access_time2017-11-17 10:20:33

ლარის გაუფასურების მიუხედავად პურის ქარხნები ფასების შენარჩუნებას ახერხებენ. პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იფქლის“ დირექტორი, არისი ბოჭოიძე აცხადებს, რომ „ლარის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, კომპანია „იფქლი“ დღეის მდგომარეობით პურის ყველა სახეობაზე არსებულ ფასს ინარჩუნებს. მისი განცხადებით, შექმნილი მწვავე სიტუაცია პურპროდუქტების მწარმოებელ კომპანიაზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება, რადგან ქვეყანაში პური იმპორტირებული ფქვილით და ნედლეულით ცხვება.


მისი განმარტებით, დოლარის გამყარებასთან ერთად როგორც ფქვილის, ისე სხვა ნედლეულის მომწოდებლები ფასს შესაბამისად ზრდიან პროდუქციაზე, „იფქლი“ კი პურის ფასს სწორედ ამ ნედლეულზე დაყრდნობით საზღვრავს.


„ამას გარდა, მწარმოებლებს ფასი გვეზრდება სხვა ისეთ მასალებზეც, როგორიცაა მაგალითად, პროდუქციის შესაფუთი ქაღალდები და სხვა.  ლარის კურსის გაუფასურების გამო უახლოესი მომავლისთვის პროგნოზების გაკეთება ძალიან გვიჭირს. ჩვენ ბუნებრივია გვაქვს ფქვილის გარკვეული მარაგები, თუმცა „იფქლში“ ფქვილს ყოველდღიურად ძალიან დიდი ოდენობით მოვიხმართ, რაც საშუალებას გვაძლევს მხოლოდ რამდენიმე კვირის სამყოფი მარაგი გვქონდეს.


ვიმედოვნებთ, რომ ლარი დოლართან მიმართებით უახლოეს მომავალში შეძლებს გამყარებას. ანალოგიური სიტუაცია გასულ წლებშიც ზუსტად ამ პერიოდებში გვქონდა, თუმცა იმ შემთხვევებში ლარმა შეძლო მეტნაკლებად დასტაბილურება.“ - განმარტავს არისი ბოჭოიძე.


ლარის გაუფასურების მიუხედავად ამ ეტაპზე ფასების შენარჩუნებას ახერხებენ პურის სხვა  ქარხნებიც. „პურპროდუქტების ასოციაციის“ ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ თუ პურის თვითღირებულების შემადგენელი ნაწილების ფასი გაიზარდა, ეს იმოქმედებს პურის ფასზეც, თუმცა დღეს ფასები არ გაზრდილა.



მისი თქმით, ბოლო მონაცემებით,ხორბლის ფასები რუსეთში შემცირებულია, საქართველოში კი ერთი ტომარა ფქვილი 34-35 ლარია. დოლიძის ინფორმაციით, ფქვილის ფასი 45 ლარამდეც გაზრდილა, თუმცა, მწარმოებლებს პურის ფასი მაშინაც არ გაზრდილა.


დოლიძის განცხადებით, დღეს ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რაც ფასების დაბალანსების საშუალებას იძლევა.


„წისქვილკომბინატთა ასოციაციის ხელმძღვენლი ლევან სილაგავას განცხადებით კი, 1 ტომარა ფასი 34-38 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ისეთი ნიშნულია, რომ პურზე ფასის ზრდას ამ დროისთვის არ გამოიწვევს. მისი თქმით, წლის განმავლობაში პურის მწარმოებლები ფასს სავარაუდოდ, არ გაზრდიან.


„ლარის გაუფასურების პირობებში, პური ალბათ, ერთადერთი პროდუქტია, რომელზეც ფასი სტაბილურადაა შენარჩუნებული“-აცხადებს სილაგავა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up