პურის საწარმო „მზეთამზემ“  სასტუმროებისთვის სპეციალური პურის ხაზი დანერგა

პურის საწარმო „მზეთამზემ“ სასტუმროებისთვის სპეციალური პურის ხაზი დანერგა

access_time2019-09-16 17:00:38

„მზეთამზემ“ სპეციალურად სასტუმროებისთვის პურის ხაზი დანერგა.  აღნიშნული პური მორგებულია ნებისმიერი ტიპისა და ვარსკვლავის სასტუმროს საჭიროებას.



 


აღსანიშნავია, „მზეთამზე“ ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც  “ჰორეკას“ ხაზისთვის მსგავსი მომსახურება დანერგა.

 

ახალი მიმართულება ხუთი სახეობის პურს აერთიანებს და როგორც კომპანიაში განმარტავენ, ხუთივე უნიკალური რეცეპტია და  „მზეთამზეში“  შემუშავდა.

 

დღეის მდგომაროებით  “მზეთამზეს”უკვე არსებული პარტნიორები არიან: სასტუმრო რივერსაიდი, ამერი პლაზა, Mercure Tbilisi Old Town, IBIS Styles Tbilisi Center, Ramada EncoreTbilisi და ა.შ.

 

როგორც Mercure Tbilisi Old Town-ის შეფმზარეული ანდრეი სობოლევი „კომერსანტთან“ განმარტავს, ბევრ  სასტუმორს საკუთარი საცხობი  აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია  კომპანია  ხარისხით იყოს გამორჩეული. ზუსტად ამ კრიტერიუმის მიხედვით არჩევანი „მზეთამზეს“ პურზე გაკეთდა:

 


„ეს პური ძალიან მაღალი ხარისხისაა და გამოირჩევა გემოვნური თვისებებით; ყველამ ვიცით ეს ამბავი. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ მომხმარებელს გავაცანით სხვადასხვა ბრენდის პროდქუცია და სწორედ მათი მოწონების საფუძველზე გავაკეთეთ საბოლოო არჩევანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რადგან მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი უნდა იყოს. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ყურადღებას ვაქცევთ თავად მწარმოებელსაც; რა პირობებში მზადდება პროდუქცია; რამდენადაა დაცული სტანდარტები, უსაფრთხოება. რაც შეეხება უშუალოდ ჰორეკას ხაზსს, ყველა სასტუმროს ინდივიდულური მოთხოვნა აქვს. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს 4 სხვადასხვა სახეობის (თეთრი და  შავი) პური და თითოეულ მათგაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა...“


 

 

რატომ გახდა ადგილობრივ ბაზარზე „მზეთამზის“ პური ასეთი პოპულარული და მოთხოვნადი ? - ამ კითხვაზე პასუხი კომპანიის კონკურეტულ უპირატესობებშია, რომელიც მხოლოდ უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს :


  • ბუნებრივი საფუარი „პურის დედა“;
  • ფქვილი ხელვნური დანამატების გარეშე;
  • ტრადიციული ცხობის მეთოდი, რომელიც გამორჩეულ გემოს აძლევს პურს.


„ამ მიმართულებით ვმუშაობთ აქტიურად და ვაპირებთ მთლიანად ავითვისოთ  იმ სასტუმროების უმეტესობა, რომლებიც ზრუნავენ სტუმრებზე და ორიენტირებულები არიან ხარისხის წარმოჩენაზე.


 შეგახსენებთ, რომ დღეისათვის „მზეთამზე“ ოცამდე სახეობის პურს ამზადებს და ყველა მათგანი ბუნებრივი საფუარი „პურის დედით“ მზადდება. მზეთამზეფუნდამენტურ ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომლის ამოცანაც ხარისხიანი ქართული პროდუქციის შეთავაზებით, ქართული იდენტობის შენარჩუნება და მომავალი თაობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ბრენდი პოზიციონირდება, როგორც ყველაზე ხარისხიანი ქართული პურის მწარმოებელი.



„მზეთამზეს“ მისიაა შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ხორბლის ჯიშები და ქართული პურის დამზადების ტრადიციები, რათა გააძლიეროს ეროვნული უნიკალურობის იდენტურობა და მოსახლეობას კიდევ ერთი მიზეზი მისცეს, საკუთარი მემკვიდრეობით იამაყოს! - განმარტავენ კომპანიაში.

 

 


„მზეთამზე“  2015 დაფუძნდა და დღესდღეობით კომპანიაში  60 ადამაინია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მზეთამზემ“ პურის საწარმოში  HACCP -ის სისტემაც დანერგა, რაც სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს.

 ასევე „მზეთამზე“ გახლავთ  სავაჭრო ბრენდი, რომელიც ფლობს “გემოვანის“ სავაჭრო ნიშანს.



სალომე ლემონჯავა





დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up