პურის საწარმო „მზეთამზე“ – „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვები 10-ჯერ გაგვეზარდა“

პურის საწარმო „მზეთამზე“ – „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვები 10-ჯერ გაგვეზარდა“

access_time2017-09-21 09:40:17

2015 წელს ორმა მეგობარმა პურის საწარმო „მზეთამზე“ დააფუძნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩავლეშვილი აცხადებს, ქართული ხორბლის ბუნებრივი ჯიში ძალიან ცოტაა და ეს მის ბიზნესს განვითარებაში თავდაპირველად ხელს უშლიდა. სამომავლოდ  „მზეთამზე“ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით აპირებს.

 

 width=535

„ორი წლის წინ მე და ჩემი მეგობარი დავინტერესდით, თუ რატომ აქვს ადამიანს იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემები. პური ჯანმრთელობის საწინდარია და პრობლემაც სწორედ აქ დავინახეთ.

 

აღმოჩნა, რომ ქართული ჯიშის ხორბალი ერთ-ერთი უძველესია. ჩვენ ცხობის ძველებური ტექნოლოგია მოვიძიეთ, ანუ საფუარის ძველებური რეცეპტი. ასევე პურის ბუნებრივი საფუარი, ანუ პურის დედა აღმოვაჩინეთ. საბოლოო ჯამში შევქმენით პური, რომელიც ქართული ჯიშის ხორბლისგან მზადდება. ის ძალიან სურნელოვანი და გემრიელია.

 

კონკურენცია ბაზარზე დიდია, თუმცა ასეთი სახის პურს მხოლოდ ჩვენ ვქმნით და ვთვლი, რომ კონკურენტი არ გვყავს“, - განაცხადა ჩავლეშვილმა.


 width=560

როგორც კომპანიის დამფუძნებლი განმარტავს, „მზეთამზეს“ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვები 10-ჯერ გაეზარდა.

 

„ქართული ჯიშის ხორბლის პოვნა საქართველოში ძალიან გართულდა. ის ჯიშები, რომელიც ინდუსტრიულად გავრცელებულია 1-ჰა-ზე დაახლოებით 10 ტონა მოდის, ხოლო ბუნებრივი ჯიშები დაახლოებით 3 ტონა.

 

ორი წლის განმავლობაში ნედლეულის მოპოვების პრობლემა იყო, სწორედ ამიტომ გვქონდა დაბალი წარმადობა. ჩვენ უკვე ახალი ქარხანა გვაქვს, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმადობა დაახლოებით 5 000- 10 000 პურამდე გავზარდოთ. ჩვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვები 10-ჯერ გაგვეზარდა და ეს ყველაფერი ცნობადობის ამაღლებაზე მიუთითებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

 

„მზეთამზის“ დამფუძნებლის განმარტებით, “მომავალი წლისთვის მაღაზიის გახსნაც იგეგმება. ასევე მოვაშენეთ მეგრული ჯიშის თხები,მისგან მიღებული რძე გემოვნური და სასარგებლო თვისებებითაა გამორჩეული. გვსურს გაზაფხულიდან თხის ყველის წარმოება დავიწყოთ. ასევე გვყავს ტყის ღორები და მომავალი წლიდან ლორის წარმოებას ვგეგმავთ.“

 width=565

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 




იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები
access_time2021-06-25 16:30:13
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა...

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე
access_time2021-06-25 14:50:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის...

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს
access_time2021-06-25 16:00:51
Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური. ამის შესახებ The New York Times წერდა. ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა,...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2021-06-25 13:55:24
დღეიდან თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.   თიბისი ფეი არის პორტალი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სერვისი. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ სხვადასხვა ტიპის გადასახადი, ასევე გადარიცხოთ ან მოითხოვოთ თანხა.   www.tbcpay.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, საბანკო და სადაზღვევო თანხები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათები...

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის
access_time2021-06-25 13:50:20
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი...


მსგავსი სიახლეები

up