პური კიდევ გაძვირდა - ბიზნესი სუბსიდიის წინააღმდეგია

პური კიდევ გაძვირდა - ბიზნესი სუბსიდიის წინააღმდეგია

access_time2021-10-12 11:00:30

მთავრობამ პურის გაძვირება ვერ შეაჩერა. თვითმმართველობის არჩევნების წინ აცხადებდნენ, რომ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერეოდნენ. ახლა სწორედ ამის საჭიროება დადგა. სუპერმარკეტებში პური საშუალოდ 15-20 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია შეიძლება ფქვილის გაძვირების პარალელურად კიდევ გაგრძელდეს.

 


კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ მთავრობა ყველაფერს აკვირდება და ფიქრობს სხვადასხვა ღონისძიებებზე. თუმცა, როგორი იქნება მიდგომა, მთავრობაში ჯერჯერობით არ კონკრეტდება.



პურის მწარმოებლები კი ,,კომერსანტთან“ ამბობენ, რომ ყველა გზა შეიძლება განიხილონ, გარდა სუბსიდიისა, რადგან ამით ბიზნესი არაკონკურენტულ გარემოში ექცევა და რიგი საწარმოებისთვის ეს პროცესი გაკოტრებითაც შეიძლება დასრულდეს.



ანალოგიური მოსაზრებისაა საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე რატიაშვილი, რომელიც ამავე დროს პურის ინდუსტრიის წარმომადგენელიცაა. ის პურისა და პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,ემ სი ბი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორია. რატიაშვილი  ფიქრობს, რომ  სუბსიდია მავნე პრაქტიკაა, რასაც სახელმწიფო მუდმივად ვერ მიმართავს.

 


,,საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ არის სუბსიდია, მუდმივად სახელმწიფოს ხელის შემყურე ვერ იქნება ბიზნესი და მოსახლეობა. ძალიან მავნე პრაქტიკა დაინერგა, რასაც ვერაფერს ვუხერხებთ. ეს არის საბჭოთა პარადიგმა, საიდანაც ჩვენი ქვეყანა ვერ გამოვიდა. სუბსიდიას არ ვუჭერ მხარს არც ერთ დარგში, მათ შორის, პურის წარმოებაშიც. წინა წელს ასე იყო, წელსაც იგივე გრძელდება. ყოველ გაძვირებაზე პანიკა იწყება ქვეყანაში. ის, რომ პური სოციალური პროდუქტია, გამამართლებელი არგუმენტი არ არის. გაძვირების ტენდენციაა გლობალური მასშტაბისაა და ამას ყველა უნდა მივეჩვიოთ. ნედლეული იმდენად გაძვირებულია, რომ შეუძლებელია, პურის ფასს ცვლილება არ შეხებოდა. განსაკუთრებით ფქვილის ფასია გაზრდილი. მთავრობის პრიორიტეტი ასეთ სიტუაციაში უნდა იყოს არა სუბსიდია, არამედ ეკონომიკის განვითარება, რომ 10-15-თეთრიანი გაძვირება არ ზაფრავდეს ხალხს, პირველ რიგში ამას უნდა ეშველოს. ჩვენი მთავრობის დიდი შეცდომაა, რომ რუსეთის ხორბალზე გაგვხადა დამოკიდებული. რუსული ეკონომიკა პანდემიის ფონზე აწესებს დრაკონულ ტარიფებს, რასთან გამკლავებაც უკვე დიდი პრობლემაა. შესაბამისად, გაგვიძვირდა იმპორტი. აგრარული წარმოების განვითარებისა და ხელშეწყობის გარეშე ამ პრობლემას თავს ვერ დავაღწევთ“, - აცხადებს ალექსანდრე რატიაშვილი.

 



ასევე სუბსიდიის მანკიერ გავლენაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“  ,,თემქის პურის“ დირექტორი დალი კუპატაძე.



,,პურის გაძვირებას რეალურად ვერ გავაჩერებთ, ფასები მატულობს ყველაფერზე, შესაბამისად, გაგვიძვირდა აბსოლუტურად ყველა დასახელების ნედლეული, რაც წარმოებაში გამოიყენება. ასეთი სიტუაციის მიუხედავად,  სუბსიდირებას კატეგორიულად ვემიჯნებით. ეს არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს, რადგან ამ შეღავათით ყველა ვერ სარგებლობს და კონკურენტული ბიზნეს გარემოსთვის პირობები არახელსაყრელია“, - აცხადებს პურის ქარხნის დირექტორი.



არსებულ სიტუაციაში პურის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი მალხაზ დოლიძე ყველაზე ოპტიმალურ გზად ფქვილის სუბსიდიას მიიჩნევს.



,,სულ ცოტა ხნის წინ ვამბობდით, რომ პურის ფასი 10-20 თეთრის ფარგლებში მოიმატებდა და ასეც მოხდა.  წარმოებაში ძირითადი ნედლეული არის ფქვილი, რომლის ღირებულება საქართველოში 73 ლარს შეადგენს. ფასების ზრდის საფრთხე კიდევ არსებობს, ახლა შესაძლებელია, რომ ლიბერალურად მოიქცე და შემოუშვა რუსული ფქვილი, რაც შეღავათს მოგვცემს. მე, როგორც მეწარმე, სახელმწიფოს წინაშე დავაყენებდი საკითხს, რომ ფქვილი უფრო გაბედულად შემოუშვან, რადგანაც ეს ბაზარზე კონკურენციას გამოიწვევს და ამით ჩვენ მივიღებთ ფასის ცოტა შემცირებას. დაწესებული კვოტირება რომ გაუქმდეს, გარკვეულ ეტაპზე მაინც, ამ გზით ქვეყანაში მეტი ფქვილი შემოვა. ცხადია, სუბსიდირება კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. ამ პროგრამის ამუშავებას სჯობს, საბაზრო პრინციპებმა მართოს ეკონომიკა და მეწარმეს როგორც ფასში, ისე ხარისხში ჰქონდეს არჩევანის საშუალება“, - აცხადებს დოლიძე.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა  2021 წლის 30 ივნისამდე გრძელდებოდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს.



სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იყო ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოეხდინა არაუმეტეს 53 ლარად.



რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ ფასს, 1 ტომარა 1-ლი ხარისხის ფქვილი 72-73 ლარია, ხოლო უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება 80 ლარს აღწევს.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up