წლის ბოლომდე მშენებარე ბინების 1 კვ.მ-ს ფასი დაახლოებთ 100 დოლარით გაძვირდება - პუნქტები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა  იპოთეკური სესხების შერბილების მიმართულებით დეველოპერებს „არ დაუთმო“

წლის ბოლომდე მშენებარე ბინების 1 კვ.მ-ს ფასი დაახლოებთ 100 დოლარით გაძვირდება - პუნქტები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების შერბილების მიმართულებით დეველოპერებს „არ დაუთმო“

access_time2019-07-02 16:00:44

„იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციების შერბილება დეველოპერულ ბიზნესზე დადებითად აისახება,“ ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისთვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ. კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.



აბულაძის განცხადებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დეველოპერები და კომერციული ბანკები ერთ მხარეს იდგნენ, მეორე მხარეს კი ეროვნული ბანკი. მისი შეფასებით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც უნდა დაეთმო მარეგულირებელს. „რეგულაციებამდეც 20%-ი იყო თანამონაწილეობა,ამაზე ნაკლები არ ყოფილა. დღეს უკვე დავუბრუნდით ძველ ნიშნულს,“-აცხადებს აბულაძე.



კითხვაზე, დაახლოებით რამდენ ხანში ელოდება დეველოპერული სექტორი დაუბრუნდეს გაყიდვების ძველ ნიშნულს, შეჩერდეს ტრანზაქციების კლების ტენდენცია და სექტორი ზრდის მიმართულებით წავიდეს, აბულაძე განმარტავს, რომ ბაზარი ცვლილებას შემოდგომიდან იგრძნობს.



„ახლა ზაფხულია და ყველა დასასვენებლად გადის. ბინის შესაძენად არავის არ სცალია. სესხების გაცემის შერბილების ეფექტს ზაფხულის შემდეგ ვნახავთ. შესაძლოა შემოდგომამდე არარეზიდენტების მხრიდან ბიზნის გაყიდვები გაქტიურდეს. მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა ძალიან გააჭიანურა ამ რეგულაციის შერბილება. დეველოპერულ ბიზნესში გაფუჭებული სესხების ოდენობა 0.98 პროცენტია. რა საჭირო იყო ამ სექტორში რეგულაციები არ მესმის. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა ეროვნული ბანკი, დეველოპერებს ხომ უნდა შეხვედროდა?“ აღნიშნავს აბულაძე.



მისი განცხადებით, დეველოპერული სექტორი ფასების ზრდას ელოდება. კერძოდ, წლის ბოლომდე მშენებარე ბინების 1 კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებთ 100 დოლარით გაძვირდება. ამის მიზეზად კი აბულაძე სამშენებლო სექტორში ბოლო პერიოდში ამოქმედებულ რეგულაციებს ასახელებს, რადგან ახალი წესებით მშენებლობა ძვირი ჯდება. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბინები გაძვირდება, გაყიდვების თანხობრივი მაჩვენებელი გაიზრდება და რეგულაციამდე ნიშნულს დაუბრუნდება.


„პრობლემა რაშია გეტყვით - საქმე გვქონდა და გვაქვს ორ დამოუკიდებელ პროცესთან. პირველი  როდესაც ეროვნულმა ბანკმა შეგვიმცირა კლიენტების რაოდენობა, მაგრამ რეალობაა ის, რომ სამშენებლო სექტორში ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ გაცემული ნებართვების რაოდენობაც შემცირდა, “-აცხადებს აბულაძე.




მისი მტკიცებით, არის საკითხები, რომლის შერბილებაზეც ეროვნული ბანკი არ წამოვიდა.მათ შორის, იპოთეკური სესხის ვადიანობა, თუ რეგულაციამდე სესხის მაქსიმალური ვადა იყო 20 წელი, ახლა ეს ვადა 15 წლამდეა შემცირებული. ასევე, როდესაც ადამიანი ბინის შესაძენად იპოთეკურ სესხს იღებდა, მასში გათვალისწინებული ჰქონდა ხარჯები რემონტისთვის, ტექნიკისთვის და ავეჯისთვის. ახლა ეს აიკრძალა და თითოეული პროცესისთვის სესხი მსესხებელმა ცალ-ცალკე უნდა აიღოს, რაც მის საკრედიტო მაჩვენებლებს აუარესებს.



„როდესაც ერთი სესხი გაქვს აღებული მაგალითად ბინის შესაძენად, შემდეგ, როდესაც მოითხოვ სესხს რემონტისთვის, იმიტომ რომ შენ მიმდინარე სესხი გაქვს, შეიძლება რემონტისთვის სესხზე პრობლემა შეგექმნას“-აცხადებს აბულაძე.



მესამე მოთხოვნა, რაც მარეგულირებელმა ბანკებს და დეველოპერებს არ „დაუთმო“ სესხის დოლარში გაცემის მოთხოვნაა. „ვისაც დოლარში აქვს შემოსავალი, უფრო კარგი იქნებოდა მასზე სესხი დოლარში გაცემულიყო“-აცხადებს აბულაძე.



20118 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.



სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემტანია, თუმცა, ამოქმედებულმა საბანკო და სამშენებლო რეგულაციებმა გაყიდვები 2016-2017 წლებთან შედარებით თითქმის გაანახევრა.



დღეს რეგულაციების შერბილება დაიწყო უკვე „თიბისი ბანკმა“ როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძე BMG-სთან აცხადებს, მომხმარებლებს გამარტივებულ იპოთეკურ სესხებს 1 კვირაში შესთავაზებენ. როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკთან შეხვედრები გრძელდება.


სოფო ქსოვრელი 




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up