PSP თურქეთიდან  მედიკამენტების იმპორტისთვის მზადაა

PSP თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტისთვის მზადაა

access_time2022-01-18 13:00:43

მთავრობის ინიციატივას თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიები ეხმაურებიან. როგორც PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ხაბეიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, კომპანია ცვლილებისთვის მზადაა და 2-3 თვე ის ვადაა, რა პერიოდიც, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ცვლილების პრაქტიკაში ასახვას დასჭირდება, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.  



,,კანონში ცვლილება სულ ახლახან შევიდა. ცხადია, მუშაობა დაწყებულია და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის წამლები, რომელიც თურქეთის ბაზარზე უფრო იაფია და შესაბამისად, ადგილობრივ ქსელებშიც დაბალ ფასად ჩაეშვება. ჯერ საწყისი ეტაპია, დანარჩენი, როგორ განვითარდება პროცესი, რეგულაციებზეა დამოკიდებული, რომელიც ჯერჯერობით უცნობია. მთავარია, რომ მუშაობა დაწყებულია. ცხადია, რეგულაციას თავისი ტექნიკური საკითხები ახლავს და დაველოდებით, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება კანონმდებლობა თურქულ ბაზართან დაკავშირებით. მედიკამენტების მიმოქცევა მკაცრად რეგულირებადი პროცესია, რომელიც ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული, მათ შორის, მნიშვნელოვანია რეგისტრაცია. ტექნიკური საკითხები განაპირობებს, როდის აისახება ეს ყველაფერი უკვე რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ თურქული წამლების იმპორტისთვის პირველი დღიდან, როგორც კი დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ტექნიკურად რამდენიმე ეტაპია გასავლელი, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. მომწოდებლებთან ურთიერთობა შეიძლება დაწყებულია, მაგრამ რეგისტრაციის თემა უკვე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს მიღმაა. ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, სავარაუდოდ, 2-3 თვე დასჭირდება, რომ ცვლილება ბაზარზე აისახოს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ნათია ხაბეიშვილი.

 


მისი თქმით, ამ დროისთვის PSP ძირითადად ევროპულ ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა თუ  რა წილს დაიჭერს თურქული წამლები, მას შემდეგ გამოჩნდება, როცა კანონმდებლობა საბოლოო სახეს მიიღებს და დეტალებში სრულად გაერკვევიან.




შეგახსენებთ, რომ  17 იანვარს მთავრობის  სხდომაზე მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.



ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან საქართველოში იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები შემოვა.  



ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნა მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე შეუმცირებს ხარჯს. 



ჯანდაცვის მინისტრმა აქვე დააკონკრეტა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა სრულად და არა კონკრეტული მედიკამენტებისთვის. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up