PSP მზადაა, სახელმწიფოს „ტამიფლუ“ თვითღირებულების ფასად მიჰყიდოს

PSP მზადაა, სახელმწიფოს „ტამიფლუ“ თვითღირებულების ფასად მიჰყიდოს

access_time2019-01-11 19:35:23

“როდესაც ასეთი სიტუაციაა და როცა შეიძლება რამდენიმე კვირაში ეპიდემია ჩამოყალიბდეს, სურვილის მიხედვით კი არა, შეიძლება ვაიძულოთ კიდეც კომპანიები, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ”, - ასე შეაფასა bm.ge-თან ინტერვიუში „პე ეს პეს“ დამფუძნებელმა, პარლამენტარმა კახა ოქრიაშვილმა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ხვალიდან მოქალაქეები, ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. 



აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, აფთიაქებთან “ტამიფლუს” გაცემაზე მოალაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. 



თავის მხრივ, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ თუ იარსებებს სქემა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო კომპანიებისგან თვითღირებულების ფასად გამოისყიდის „ტამიფლუს“, „პე ეს პე“ მზადაა, ამ სქემაში ჩაერთოს. 



“ესაა სოციალური პასუხისმგებლობა; კითხვაც კი არ უნდა გაჩნდეს, ჩაერთვებიან თუ არა კომპანიები. ეს იგივეა, კლინიკებმა პაციენტების მომსახურებაზე უარი თქვან“, - აცხადებს ოქრიაშვილი. 




მისივე თქმით, დღეს მოსახლეობის 80%-ისთვის „ტამიფლუს“ ფასი მაღალია, თან იმ ფონზე, როცა მისი თვითღირებულება დაახლოებით, 70 ლარია. „პე ეს პე“ ამ მედიკამენტს, ისედაც ამ საფასო კატეგორიაში ყიდდა“, - აღნიშნა მან. 



Bm.ge-ის კითხვაზე - რამდენად სწორია ყველამ უფასოდ მიიღოს „ტამიფლუ“, ოქრიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობის შემოსავლების გადამოწმების და მათი კატეგორიებად დაყოფის დრო არ იყო. 


bm.ge





"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up