პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენს გამარჯვებაზე ჩრდილს არავის მივაყენებინებთ - გიორგი გახარია

პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენს გამარჯვებაზე ჩრდილს არავის მივაყენებინებთ - გიორგი გახარია

access_time2020-10-18 13:50:18

ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა.

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმში თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები.

„ხობი სამეგრელოს შესანიშნავი და ყველაზე ღირსეული ადამიანების კუთხეა. ხობი სამეგრელოს შუაგულია, აქ მთავრდებოდა დიდი აბრეშუმის გზა და აქედან იწყებოდა მოგზაურობა აღმოსავლეთიდან ევროპაში. ხობმა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 90-იანებში ბევრი მძიმე დღე გამოიარა და ამ მძიმე დღეების დასტურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი, რომელიც აქ, ხიბულაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს მეხსიერება ჩვენში უნდა დარჩეს და ამ მეხსიერებით უნდა შევაბიჯოთ ჩვენ ევროპაში. ეს არის ჩვენი მიზანი. როდესაც ვსაუბრობთ გზებზე, სასმელ წყალზე, სკოლებზე, ბაღებზე, საავადმყოფოებზე, საბოლოო მიზანი არის ის, რომ საქართველოში არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმში თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები. ხობში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა და ეს სკვერიც ამის ერთ-ერთი მაგალითია, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაწყებული - ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება ბოლომდეა მისაყვანი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ხობში ასე თუ ისე სასმელი წყლით მომარაგების საკითხი მოწესრიგებულია, არ არის წყალარინების სისტემა და 2021 წელს ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ. გასაგრძელებელია გაზიფიცირება. საქართველოს მთავრობას 2021 წელს უმთავრდება 3-წლიანი გაზიფიცირების გეგმა და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ 3 წლით გავაგრძელოთ გაზიფიცირების გეგმა, რაც გაზმომარაგებით სრულად უზრუნველყოფს იმ დასახლებულ პუნქტებს და სოფლებს საქართველოში, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია გაზის მიყვანა. ასევე არის სასმელი წყლის პრობლემები სოფლებში. მაგისტრალური გზები ასე თუ ისე წესრიგშია მოყვანილი, შიდა სასოფლო გზებიც პრობლემაა, თუმცა წინა პლანზე გადმოდის სასმელი წყალი. საირიგაციო მიმართულებითაც ბევრი რამ კეთდება და სოფლის მეურნეობის განვითარება ხობში არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება. აქ, როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ისე „აწარმოე საქართველოს“ სხვადასხვა პროგრამები კარგად მუშაობს, კარგად არის გამოყენებული, თუმცა შესაძლებლობები კიდევ ბევრია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჭალადიდი-ფოთის გზის გარე განათების ტენდერი გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში ეს პროექტიც განხორციელდება.


„ჩვენ აქ ვსაუბრობდით თქვენი ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ცოტა დროში გაგვეჭიმა, მაგრამ ჭალადიდი-ფოთის გზის, სამეგრელოსთვის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გზის განათების ტენდერი გამოცხადდა, აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ რაიონებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კომფორტული, ღირსეული პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხობში და სამეგრელოში ყველგან. ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ კუთხეში შეეძლოთ, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს. ჩვენ ამ გამარჯვებას რა თქმა უნდა მივაღწევთ ყველა ერთად, მაგრამ ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული. ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო,“- განაცხადა პრემიერმა

 

იმედინიუსი


თეგები:
გახარია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up