პროტექციონიზმი, ჭარბი რეგულირება და არასაკმარისი ინვესტიციები – რამ მიიყვანა ბრაზილიის ეკონომიკა კრიზისამდე?

პროტექციონიზმი, ჭარბი რეგულირება და არასაკმარისი ინვესტიციები – რამ მიიყვანა ბრაზილიის ეკონომიკა კრიზისამდე?

person access_time2016-03-24 19:00:39

ბრაზილიის ამჟამინდელ ღრმა ეკონომიკურ რეცესიასა და პოლიტიკურ შფოთვაში უჩვეულო არაფერია თუკი მხედველობაში მივიღებთ მსგავს მოვლენებს ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელშიც უხვადაა ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდები. ასე იწყება „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატია გაზეთის მიმომხილველის გრეგ იპის ავტორობით. აი, რას ვკითხულობთ სტატიაში:


„ისევე როგორც ბევრი სხვა განვითარებადი ეკონომიკა 80-იანსა და 90-იან წლებში, ბრაზილია განიცდიდა იმას, რასაც ბევრი ეკონომისტი უწოდებს „უეცარ გაჩერებას“. ჭარბად გაძლიერებული ადგილობრივი ვალუტა და მაღალი ინფლაცია ძირს უთხრიდა ქვეყნის პროდუქციის კონკურენტ-უნარიანობასა და ასევე ახალისებდა უცხოეთიდან ვალების აღებას.  შემდგომში, უცხო კაპიტალი ქვეყნიდან გარბოდა, ადგილობრივი ვალუტა უეცრად ეცემოდა. შედეგად, მთავრობები, ბანკები და კომპანიები ვეღარ ფარავდნენ უცხოურ ვალებს. ხდებოდა მასიური დეფოლტი მტკიცე ვალუტაში აღებულ ვალებზე.  


მაგრამ, რაც დღეს ბრაზილიაში ხდება, განსხვავებულ სურათს იძენს.  ბრაზილიის ვალუტას მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და არაფერი უჭირს. ინფლაცია 10 პროცენტს არ აღემატება და მცირდება კიდეც. ვალებიც მეტწილად ადგილობრივ ვალუტაშია აღებული. ბანკები ფინანსურად ჯანსაღია და სახელმწიფო რეზერვებიც საკმაოდაა მომარაგებული უცხო ვალუტით. ცნობისთვის, რეზერვების მოცულობა 370 მილიარდ დოლარს აღწევს. 


მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული „უეცარი გაჩერების“ არავითარი ნიშნები არ სჩანს, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი შედეგია მრავალწლიანი პროტექციონიზმის, ჭარბი რეგულირებისა და არასაკმარისი ინვესტიციების. ამ პრობლემებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ სანამ აღმავლობას განიცდიდა ნედლეულის ბაზარი დღეს რომ სერიოზულადაა დაცემული. 



რაც შეეხება პოლიტიკურ შფოთვას, ამ უკანასკნელს ბიძგი მისცა კორუფციულმა სკანდალმა რომელიც მოიცვა სახელმწიფო ნავთობის კომპანია „პეტრობასი“. მაგრამ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, თუ რაოდენ მცირე სარგებელის მომტანია მოსახლეობისთვის ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია. თანდათან ეცემა ერთ სულზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს მაჩვენებელი თუ 1980 წელს 38 პროცენტს აღწევდა შეერთებული შტატების შესაბამის მონაცემთან მიმართებაში, დღეს იგი მხოლოდ 27 პროცენტს შეადგენს.  

სტატიაში ვკითხულობთ:


„უნდა ითქვას, რომ ბრაზილიის ეკონომიკურ კრიზისს მსგავსად განიცდიან სხვა ქვეყნებიც, მაგალითად რუსეთი და სამხრეთი აფრიკა, რომლებიც თავის დროზე აღმავლობის გზაზე იდგნენ, როცა ნედლეულზე მოთხოვნილების გლობალურ ბუმს ჩინეთის ეკონომიკა გენერირებდა. ბევრში მოწონებას პოულობდა და მიმბაძველად მიაჩნდა კიდეც ეკონომიკური მენეჯმენტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა. ამავე დროს, მხედველობიდან რჩებოდათ ჩინეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მაღალ ინვესტიციებსა და მანუფაქტურული ნაწარმის ექსპორტისკენ, რაც სინამდვილეში მეტად საჭიროა წარმოების პროდუქტიულობისა და ზრდისთვის.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ნედლეულის ექსპორტზე ორიენტირებულ ქვეყნებში დიდი არაფერი ყურადღება ექცეოდა იმ გარემოებას, რომ ხსენებული ექსპორტის ბუმის წლებში, სხვა სექტორების პროდუქტიულობა რეალურად არ გაზრდილა. 


უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოცულობა 43-ამ პროცენტს აღწევს. რა თქმა უნდა ამას გარკვული უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, ჭარბი წარმოება და ვალები.  მიუხედავად ამისა, ამგვარ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა წარმოების შთამბეჭდავი ზრდა. ჩინეთისგან განსხვავებით, ბრაზილიაში მცირე ინვესტიციები ხორციელდება. ამ უკანასკნელის ჯამური მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მხოლოდ 17 პროცენტია. ასეთი მონაცემით ბრაზილია ჩამორჩება სამხრეთ ამერიკის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩილე, კოლუმბია და მექსიკა.  


ბრაზილიის  ამჟამინდელი გრძელვადიანი პროგნოზით, წლიური ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტის მაჩვენებელს დიდად არ აღემატება. ასევე მოელიან, რომ ინფლაციამ შესაძლოა 20-ც პროცენტსაც კი გადააჭარბოს. ამასობაში აპირებენ გადასახადით დაბეგვრას სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლების, რაც განსაკუთრებით საზიანო იქნება ბრაზილიის ვალის მყიდველებისთვის. მართალია, ამჟამინდელი კრიზისი შორსაა ეკონომიკური კოლაფსისგან, მაგრამ იგი არანაკლებ მტკივნეულია ქვეყნისთვის, რამეთუ წინა კრიზისებისგან განსხვავებით, ამჟამინდელს გრძელვადიანი ხასიათი აქვს“ - ნათქვამია გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ სტატიაში, რომელიც გამოცემის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა.



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up