ფრანგული ბრენდი Promod საქართველოს ბაზრიდან გადის, - ამის შესახებ ინფორმაცია მაღაზიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია 2011 წელს თბილისში პეკინის ქუჩა 5 ნომერში, მოგვიანებით კი სხვა უბნებშიც გაიხსნა. თუმცა, დღეისათვის ბრენდს მხოლოდ ერთი მაღაზია აქვს „თბილისში მოლში“, რომელიც ბრენდის გასვლასთან დაკავშირებით დიდ ფასდაკლებას აცხადებს.
Promod 1975 წელს დაარსდა. თავდაპირველად, არსებობდა მხოლოდ ერთი პატარა საოჯახო ბუტიკი, რომელიც ქმნიდა განსხვავებული სტილისა და დიზაინის ტანსაცმელს და ორიგინალურ აქსესუარებს ქალბატონებისთვის. დღესდღეობით, Promod საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც, ამავდროულად, წარმოდგენილია 55 სხვადასხვა ქვეყანაში, 1000 - ზე მეტი მაღაზიით.
ნინო თამაზაშვილი