პროკურორი: გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა, 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება

პროკურორი: გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა, 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება

access_time2020-07-09 20:05:52

გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება, - ამის შესახებ Imedinews-ს ექსკლუზიურად პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა.


მისი ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 5 060 000 ევროს გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯერ კიდევ 2013 წელს გამოავლინა.


ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიათა ჯგუფს „Defensive shield Group”-ს და „Girwood business corp”-ს შორის, რომელთა დამფუძნებელს სხვა პირებთან ერთად გალ ჰირში წარმოადგენდა, გაფორმდა ხელშეკრულება წვრთნების სახით მომსახურების მიწოდებაზე. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს 5 060 000 ევრო გადაურიცხა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება საქართველოს სამხედრო ძალებისთვის არ გაუწევია.


ზემოაღნიშნულიდან ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს - დავით კეზერაშვილს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს - ალექსანდრე ნინუას, წარედგინათ ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე.


ბრალდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომლის განხილვა, ამ ეტაპზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.



ამ ეტაპზე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება კვლავ აქტიურად გრძელდება. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული 5 060 000 ევრო, პერიოდულად, განაწილდა რამდენიმე სახელმწიფოში, სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე. ასევე, დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული თანხების წარმომავლობის შესანიღბად, „Girwood business corp”-ს ხელმძღვანელმა პირებმა ერთ-ერთი სახელმწიფოს საბანკო დაწესებულებაში წარადგინეს სავარაუდოდ ყალბი ინფორმაცია, თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა დღეს ისრაელის სახელმწიფოს მედია სივრცეში.


ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ორმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, მათ შორის ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და მიმდინარე რეჟიმში, აქტიურად, ხორციელდება, როგორც საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში გაგზავნილი, ისე ისრაელის სახელმწიფოდან საქართველოში გამოგზავნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობების შესრულება.


სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება


ისრაელის პროკურატურა გადამდგარი გენერლისთვის გალ ჰირშისთვის და მისი 3 ბიზნესპარტნიორისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავია, ბრალის წარდგენას გეგმავს.


მათ, კომპანიაში - „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას. სავარაუდოდ, დანაშაულს ადგილი ჰქონდა 2007-2009 წლებში“, - ნათქვამია სტატიაში.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up