პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებული ექვსივე პირი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებული ექვსივე პირი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

access_time2020-11-20 17:42:16

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ექვსივე პირი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 ნაწილით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდათ 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. მათვე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც შეუმცირდათ 1/4-ით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ.შ-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით განესაზღვრათ.

ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით შეუმცირდათ 1/4-ით და თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 9 თვით განესაზღვრათ. მათვე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეუმცირდათ 1/4-ით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ნ.ქ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ლ.შ., გ.მ., ვ.ჩ., ნ.ც. და გ.ტ.-მ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ.-მ, გ.მ.-მ, გ.ტ.-მ, ნ.ც.-მ და ვ.ჩ.-მ, მისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. ამისათვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო ლ.შ. და გ.მ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., გ.მ., ლ.შ. და და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებიც გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით გიორგი შაქარაშვილი და ნაცემი ახალგაზრდები დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გიორგი ქათამაძეს და ცდილობდნენ თბილისში დაბრუნებას, რა დროსაც ახლა უკვე, ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ. დაესხნენ თავს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი დ მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ და მიიმალნენ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა.ქ.-მ, ა.გ.-მ, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ზ.ხ.-მ და ნ.რ.-მ იპოვეს დამალული გურამ ამირხანაშვილი, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.


2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.

სამართალდამცველებმა ლ.შ., გ.მ., ნ.ც., ნ.ქ., ა.ქ. და ზ.ხ. 2020 წლის 26 ივნისს დააკავეს.

ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა) წარედგინათ.

ნ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინათ.

აღნიშნული სასჯელი განესაზღვრათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულ პირებს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება და საქართველოს პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა დანაშაულის ჩადენაში მხილებული სხვა ბრალდებულების მიმართაც, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up