საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყების წინადადება, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ისინისასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავდნენ, ძალაშია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, როგორც კი, ნიკა მელიასსასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.