პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ

პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ

access_time2018-02-01 13:38:37

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 4 მიწის ნაკვეთი და თბილისში, წყნეთის დასახლებაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.

 

   დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება ბიზნესმენ ბიძინა ჩიხლაძის კუთვნილი კომპანიის ,,რეალ კემპის" ფინანსური საქმიანობის შესამოწმებლად.

 

  გამოძიების მსვლელობისას მთავარმა პროკურატურამ ბიძინა ჩიხლაძე და მისი პარტნიორები პასუხისგებაში მისცა თითქოსდა მათი საქმის გამომძიებლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე, რასაც მოჰყვა მათი დაპატიმრება. აღნიშნულის შემდეგ პროკურატურა ბიძინა ჩიხლაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, მისი და მისი პარტნიორების თავისუფლების სანაცვლოდ, სთხოვდა მისი კუთვნილი კომპანიის ბალანსზე არსებული სოფელ დიდ ლილოში მდებარე 4 მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ დათმობას.

 

        საბოლოოდ ბიძინა ჩიხლაძემ ვერ გაუძლო ზეწოლას და მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების 4 მიწის ნაკვეთი გადასცა სახელმწიფოს. რაც შეეხება მისი ბრალდების საქმეს, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლო განხილვის ეტაპზე პროკურატურამ უარი თქვა ბრალდებაზე და ბიძინა ჩიხლაძე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.


 

      ქონება ასევე იძულებით დაათმობინეს მოქალაქეებს ქეთევან კობახიძეს და დავით ანთაძეს, რომლებმაც 2009 წელს, 24 000 აშშ დოლარად სრულიად კანონიერად შეიძინეს ქ.თბილისში, წყნეთის დასახლებაში მდებარე 600 კვ.მ და 598 კვ.მ მიწის ნაკვეთები. მოგვიანებით, თავდაპირველი მესაკუთრეების მიერ ხსენებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ ხელში ჩაგდების ფაქტზე ქალაქის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, სადაც  2010 წელს დაიბარეს ქეთევან კობახიძე და დავით ანთაძე და მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ ამ მიწის ნაკვეთების კეთილსინდისიერი შემძენები, დაკავების და პასუხისგებაში მიცემის მუქარით აიძულეს უსასყიდლოდ დაეთმოთ ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

  ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ბიძინა ჩიხლაძეს ქ. თბილისში დიდ ლილოში მდებარე 4 ერთეული მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში 7402 კვ/მ), რომლის ღირებულება დღეის მდგომარეობით 529 663 ლარს შეადგენს; ქეთევან კობახიძეს დაუბრუნდება  ქ.თბილისში, წყნეთის დასახლებაში მდებარე 600 კვ.მ და მოქალაქე დავით ანთაძეს 598 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

 

        რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით პროკურატურის ერთი ყოფილი თანამშრომლის მიმართ არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას, ხოლო დანაშაულში მხილებულ სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებით  პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

 

      ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილ ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტებზე,   დაზარალებულად ცნობილია 147 პირი, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 44 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი,  მიწის ნაკვეთები და ა.შ.




საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება
access_time2021-01-22 13:15:36
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა...

მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 15 ლარით დაფინანსდება

მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 15 ლარით დაფინანსდება
access_time2021-01-22 13:00:33
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 15 ლარი იქნება. „ეთხოვოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების...


მსგავსი სიახლეები

up