პროკურატურაში საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა

პროკურატურაში საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა

access_time2020-11-05 21:00:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების ახალი სისტემის განხილვის მიზნით, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



„სხდომას, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ხელმძღვანელობდა, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, გენერალური ინსპექციის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.



საბჭოს სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეფასების სისტემის მნიშვნელობაზე, მისი განახლების საჭიროებაზე და ახალი შეფასების სისტემით გათვალისწინებულ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა. ასევე, ირაკლი შოთაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერებას და რანგირების სისტემის ამოქმედების მნიშვნელობას.




საბჭოს წევრებს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლონდა ბიჭიკაშვილმა შეფასების ახალი სისტემა დეტალურად გააცნო და შეფასების სისტემის განახლების მიზეზების და შეფასების სისტემით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.



აღსანიშნავია, რომ პროკურატურის სისტემისთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემის შემოღება, რომელიც 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და რომლის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. პროკურატურის თანამშრომელთა რანგირება სწორედ შეფასების შედეგებს ეფუძნება. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ შეფასების სისტემა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და პასუხობდეს ასევე პროკურატურის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. ახალი შეფასების სისტემის ფარგლებში დეტალურად გაიწერა პროკურორთა და გამომძიებელთა შეფასების კრიტერიუმები, რითაც პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის უფრო მეტად განჭვრეტადი გახდა მთელი რიგი შეფასების მიმართულებები. კერძოდ, პროკურორებს და გამომძიებლებს ექნებათ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა სტანდარტებს და მოთხოვნებს დაეფუძნება მათი საქმიანობის ხარისხის შეფასება თითოეული მიმართულებით. ახალი შეფასების სისტემა უზრუნველყოფს ასევე შემფასებელთა მხრიდან მაქსიმალურად ერთგვაროვანი, ობიექტური და სამართლიანი მიდგომების დანერგვას.



მსჯელობის შემდეგ, საბჭოს წევრებმა ახალი შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ რეკომენდაცია ერთხმად მიიღეს.



„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემას საქართველოს გენერალური პროკურორი ამტკიცებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up