პროკურატურამ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 7 მიწის ნაკვეთი და 2 მანქანა დაუბრუნა

პროკურატურამ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 7 მიწის ნაკვეთი და 2 მანქანა დაუბრუნა

access_time2016-05-10 14:36:55

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 7 მიწის ნაკვეთი და 2 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.

 

"დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის სამი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 09 ივნისს შპს „ლაზარემ“, როგორც იურიდიულმა პირმა და მისმა დამფუძნებლებმა ინდივიდუალურად, შპს „ერთობისგან“ კანონიერად შეიძინეს ქ.რუსთავში მდებარე მთლიანობაში 7 მიწის ნაკვეთი. მალევე, აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქ.რუსთავის თვითმმართველი ერთეულისა და სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის სფეროში მოექცა, რის გამოც მისი ჩამორთმევა გადაწყვიტეს.


ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სამართალდამცავ ორგანოში, სისტემატურად იბარებდა შპს „ლაზარეს“ დამფუძნებლებს, რომლებსაც მოსალოდნელი პრობლემების შექმნის მუქარით კატეგორიულად სთხოვდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობას.


პარალელურად, ამავე საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა ფაქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შპს ,,ლაზარეს“ დამფუძნებლების ოჯახის წევრები, რის შემდეგაც გამომძიებელი დაზარალებულებს მათი ოჯახის წევრების პატიმრობაში დატოვებით ემუქრებოდა და პირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და საპატიმროდან გათავისუფლებას მხოლოდ მიწის ნაკვეთების დათმობის სანაცვლოდ.



განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, შპს „ლაზარეს“ პარტნიორებმა 2010 წლის 02 დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული გარიგებების საფუძველზე, ქ. რუსთავის თვითმმართველობის სახელზე უსასყიდლოდ დათმეს ხსენებული 7 მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მათ ოჯახის წევრებს გაუფორმდათ შეპირებული საპროცესო შეთანხმება და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება.


ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ კახა გურგენიძეს და მის მეუღლეს მარიამ რატიანს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით დაათმობინა ოჯახის კუთვნილი ,,ჰიუნდაი სანტაფეს“ მარკის ა/მანქანა, რის შემდეგაც კახა გურგენიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.


ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის ოქტომბრის საბაჟო შეტყობინების აქტით, ისე რომ არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი - საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მოქალაქე ჯემალ ნაცვლიშვილს უკანონოდ ჩამოართვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული ავტომანქანა MERCEDES BENZ ML-350.

გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, პროკურატურის მიერ ქონების ჩამორთმევაში მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება მათი ზემდგომი თანამდებობის პირების მიმართ.


დაზარალებულ მოქალაქეებს ია დვალს, გიორგი ქუთათელაძეს, ნანული ქობალავას და სალომე საყვარელიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ქ.რუსთავში მდებარე 7 მიწის ნაკვეთი. დაზარალებულ კახა გურგენიძეს, მის მეუღლეს მარიამ რატიანს და ჯემალ ნაცვლიშვილს კი დაუბრუნდებათ ასევე სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ,,ჰიუნდაი სანტაფეს“ და MERCEDES BENZ ML-350 მარკის ა/მანქანები”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up