პროკურატურამ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ახალ ჩანაწერი თავად გაასაჯაროვა

პროკურატურამ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ახალ ჩანაწერი თავად გაასაჯაროვა

access_time2018-10-16 15:10:05

აქართველოს მთავარი პროკურატურა, აუდიო ჩანაწერს ავრცელებს. რომელზეც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და ვიქტრო ჯაფარიძე საუბრობენ.


უწყების ცნობით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისსაა ჩაწერილი და უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2 მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელიც 14 ოქტომბერს გავიდა ეთერში.


როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მოქალაქე ი.პ-სგან სამი ფარული აუდიო ჩანაწერია ამოღებული, აქედან ერთი „რუსთავი2“-მა უკვე გაასაჯაროვა.


"გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი 3 ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს., რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიო ფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის, პარტლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით სუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიო მასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ სუბელიანის და ვიქტრო ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი",- აღნიშნა პროკურორმა.


ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ყველაფერზე წამსვლელია და მზადაა მთავრობის წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.




რუსთავი 2-მა ახალი ფარულ ჩანაწერი გაავრცელა , რომელიც მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.


ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.


საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.


ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

პროკურატურამ რ2-ის ფარულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.






ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up