პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს ფორუმი საბერძნეთში

პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს ფორუმი საბერძნეთში

access_time2016-05-16 10:20:44

გასულ კვირას, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, პროკრედიტ ჰოლდინგის ინიციატივით ბიზნეს ფორუმი მოეწყო, რომელშიც ბანკის გერმანელ დამფუძნებლებთან ერთად მონაწილეობას 13 ქვეყნის ფილიალისა და მათ მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესების, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგისა და საბერძნეთის პარლამენტის წარმომადგენლები და ევროკომისარი დიმიტრი ავრამოპოლუსი იღებდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოდან 20-მდე ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

კლიენტებს საშუალება მიეცათ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები სასურველ ბიზნეს პარტნიორებთან და დაემყარებინათ ახალი, მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტაქტები. ქართველი ბიზნესმენებისათვისაც შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. პოტენციური ბიზნესპარტნიორების გაცნობა მათ მეზობელ სახელმწიფოებში საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება.

 

კონფერენცია პროკრედიტ ჰოლდინგის დირექტორმა ბორისლავ კოსტადინოვმა გახსნა, რომელმაც პროკრედიტ ბანკის პრიორიტეტებსა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რამაც გერმანული ბანკის საერთაშორისო წარმატება განაპირობა. 


„პროკრედიტ ბანკში” შექმნილ მეგობრულ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა ევროპის საინვესტიოციო ფონდის (EIF) ხელმძღვანელმა პიერ ლუიჯი ჯილბერტმაც.



კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი დიმიტრი ავრომოპულუსიც, რომელმაც მოგვიანებით პროკრედიტ ჰოლდინგის წარმომადგენლებთან და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EFI) ხელმძღვანელთან ერთად ხელი ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერა.


ხელშეკრულების თანახმად, საბერძნეთში ინოვაციური ბიზნესების დასაფინანსებლად გამოიყო 20 მილიონი ევრო. ეს კაპიტალი მხოლოდ საწყისი ნაწილია EIF-ის სამომავლო პროექტისა, რომლის განხორციელებასაც იგი აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოსა და უკრაინაში გეგმავს.

 

მედიის წარმომადგენლებს შესალებლობა ჰქონდათ პროკრედიტ ბანკის ინოვაციურ მიდგომებში თავად დარწმუნებულიყვნენ. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ბანკის ფილიალში მოწყობილი თანამედროვე აპარატებით აღჭურვილი „სივრცე 24/7“, სადაც მომხარებელს კომფორტულ გარემოში, ნებისმიერ დროს სასურველი საბანკო მომსახურების მიღება შეუძლია. ანალოგიური სივრცე საქართველოშიც ცოტა ხნის წინ მოეწყო.


კონფერენციის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 500-ზე მეტ სტუმარს, პროკრედიტ ჯგუფი სალონიკის სანაპიროზე, ღია რესტორანში გაუმასპინძლდა.საღამო 30 წუთიანი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.



შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up