პროკრედიტ ბანკსა და USAID / CENN ნარჩენების მართვის პროგრამას შორის ერთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროკრედიტ ბანკსა და USAID / CENN ნარჩენების მართვის პროგრამას შორის ერთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2019-12-09 11:19:08

პროკრედიტ ბანკსა და USAID / CENN ნარჩენების მართვის პროგრამას შორის ერთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ნარჩენების სექტორის განვითარებას.


ნანა ჯანაშია - CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი- “CENN, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ნარჩენების მართვა რეგიონებში პროექტის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს იმ კერძო კომპანიებთან, რომლებიც ნარჩენების მართვის სექტორში არიან ჩართულები. ეს კომპანიები საშუალო და მცირე ზომის კომპანიები არიან, რომლებიც განვითარებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური კუთხით. მწვანე დაფინანსების მექანიზმი, რომელიც პროკრედიტ ბანკს აქვს საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ამ კომპანიების, ისე ზოგადად ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულების მნიშვნელოვანი კომპონენტი ნარჩენების მართვაა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებისათვის კომპანიების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლება რესურსების ეფექტიან მართვასთან დაკავშირებით. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ პროკრედიტ ბანკი ამ მიმართულებითაც მზადაა აქტიურად ჩაერთოს ჩვენთან ერთად ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო აქტივობებში“.


ალექსი მატუა - პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი -„ნარჩენების მდგრადი მართვა პროკრედიტ ბანკის მწვანე პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებას უკვე მრავალი წელია ვავითარებთ, როგორც ბანკის შიგნით, ასევე ჩვენს კლიენტებთან, მომწოდებლებთან და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ და ხელი შევუწყოთ ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებას საქართველოში და ამ სფეროში მოღვაწე SME კომპანიებს მათ საქმიანობაზე მორგებული მომსახურების პირობები შევთავაზოთ. მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის სტრატეგიულ ხედვას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იქნება. ერთად არაერთ გარემოსა და საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ“.




(R)





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up