„პროკრედიტ ბანკმა" ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის უფლება მოიპოვა

„პროკრედიტ ბანკმა" ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის უფლება მოიპოვა

access_time2017-01-05 12:32:28


მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პროკრედიტ ჰოლდინგმა წარმატებით მოიპოვა ფრანკფურტის საფონდო ბირჯაზე თავისი მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა და დღეის მდგომარეობით, შესულია ბირჟის პრაიმ ლისტინგში. ჯგუფისთვის ეს ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპს, შესაძლებლობას კიდევ უფრო გაამყაროს ბანკის რეპუტაცია ევროპის მსხვლ და გავლენიან ინვესტორთა წრეში. აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ჯგუფი თავიდანვე პრემიუმ ლისტინგში მოხვდა, რაც გულისხმობს მის ფინანსურ თუ რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე.

 

პროკრედიტ ჯგუფი სიამაყით აღნიშნავს კიდევ ერთ წარმატებულ მოვლენას. ფრანკფურტის საფონდო ბირჟის სიაში შეყვანით ბანკი ბაზარს უხსნისახალ ინვესტორებს, რომლებსაც მიეცემათ საშუალება ჰქონდეთ წვდომა პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ დანერგილ განსხვავებულ საბანკო მიდგომასთან. ეს არისთანამედროვე, მაღალ დონეზე ინტეგრირებული საბანკო ჯგუფი, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა აღმოსავლეთ ევროპის საბანკო სექტორში, როგორც რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი ბანკი. ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრაიმ სტანდარტის ჩამონათვალში მოხვედრა პირდაპირ ნიშნავს, რომ პროკრედიტ ჯგუფი პასუხობს გამჭვირვალობისა და კორპოპრაციული მართვის მკაცრ მოთხოვნას, რაც ისედაც ყოველთვის ახასიათებდა კომპანიას მისი განვითარების გზაზე.

 


 

პროკრედიტ ჯგუფის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში და ძირითადათ შედგება აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი ბანკებისგან. ასევე წარმოდგენილია გერმანიასა და სამხრეთ ამერიკაში.1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ საბანკო სივრცეში.



შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...


მსგავსი სიახლეები

up