პროკრედიტ ბანკი სრულად მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაზე გადადის

პროკრედიტ ბანკი სრულად მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაზე გადადის

access_time2017-01-27 14:37:08

პროკრედიტ ბანკმა პრეს კონფერენცია 2017 წლის 27 იანვარს ბანკის სათავო ოფისში გამართა, რომელსაც უძღვებოდნენ პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლაუს პიტერ ცაიტინგერი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილირ ალიუ და პროკრედიტ ბანკი საქართველოს მენეჯმენტი.


პრეს კონფერენციაზე განხილულ იქნა ბანკის ბიზნეს სტრატეგია, მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები.


პროკრედიტ ბანკი არის საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრი, რომლის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი. პროკრედიტი დღეისათვის ქართულ საბანკო სექტორში ერთადერთი ევროპული ბანკია, განსხვავებული ხედვითა და ინოვაციური მიდგომებით.


პროკრედიტ ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა. ბანკმა უარი თქვა მიკრო სეგმენტზე და მთელი რესურსი მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე მიმართა. 2016 წლის დეკემბერში გასხვისდა მთლიანი საკრედიტო  პორტფელის 12%, რომლესაც ბანკის პოლიტიკის მიხედვით არაპროფილური კლიენტები წარმოადგენდნენ.
საბანკო მომსახურების გამარტივების მიზნით ბანკმა ყველა ფილიალში დანერგა და უახლესი აპარატებით აღჭურვა  თვითმომსახურების სივრცე 24/7, სადაც მომხმარებლები დამოუკიდებლად ასრულებენ საბანკო ოპერაციებს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ინტერნეტ ბანკინგის პოპულარიზაცია. დღეისათვის საბანკო ოპერაციების 99% დისტანციური არხებით სრულდება.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ფორმალიზაციაში და ამას ვახორციელებთ საქართველოში ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების დანერგვით" - განაცხადა პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს პიტერ ცაიტინგერმა.



ბანკის სტრატეგია, იყოს ე.წ. „house bank" ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისთვის, კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ბანკმა ფიზიკური პირებისათვის დანერგა ახალი იპოთეკური სესხი ბაზარზე უკონკურენტო პირობებით.


„პროკრედიტ ბანკი აგრძელებს სტაბილურ განვითარებას საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში ბაზრის წილის 25% გვიკავია და გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები პორტფელის ზრდასთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების როლი, რომელთა განვითარებშიც პროკრედიტ ჯგუფი მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს." - კლაუს პიტერ ცაიტინგერი.


პროკრედიტ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა პროკრედიტ ჰოლდინგის მოხვედრა ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. ჯგუფისთვის ეს ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპს, შესაძლებლობას კიდევ უფრო გაამყაროს ბანკის რეპუტაცია ევროპის მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრეში.


პროკრედიტ ბანკი ამყარებს პოზიციებს ქართულ ბაზარზე და ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სფეროში განვითარებაზე. დასახული მიზნების განხორციელებას ბანკი განახლებული მენეჯმენტით განაგრძობს, რომელსაც ნათია თხილაიშვილი შეუერთდა. (ალექს მატუა, ქეთევან ხუსკივაძე, დავით გაბელაშვილი და ნათია თხილაიშვილი)


 



Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up