პროკრედიტ ბანკი მწვანე მშენებლობის  დაფინანსების სპეციალურ პროგრამას Sintali-SGS–თან ერთად იწყებს

პროკრედიტ ბანკი მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას Sintali-SGS–თან ერთად იწყებს

access_time2021-02-04 11:23:23

პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი პირველი მწვანე ნაგებობაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო EDGE სერტიფიკატი მოიპოვა. EDGE მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა - IFC-მა  ნაგებობებში რესურსების ეფექტურობის შეფასების მიზნით შექმნა. EDGE სტანდარტის მისაღწევად, შენობა 20%-ით ნაკლებ ენერგიას, წყალს და მასალებში მატერიალიზებულ რესურს უნდა ხარჯავდეს, ადგილობრივ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით. ამ პრესტიჟული სერტიფიკატის მიღება  პროკრედიტ ბანკისთვის მორიგი მწვანე ინიციატივის შექმნის მოტივაციაც გადხა, რაც ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობას  შეუწყობს ხელს.


შესაბამისად, ბანკმა დაფინანსების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რაც კლიენტებსა და დეველოპერებს მდგრადი ენერგოეფექტური ნაგებობების აშენებასა და შეძენაში დაეხმარება. ინიციატივა მიზნად ისახავს მწვანე მშენებლობის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას (სტანდარტულს -0.5%). 


პროგრამის გაცნობა აუდიტორიისთვის 11 თებერვალს, 17:00სთ-ზე იგეგმება, ონლაინ შეხვედრის ფარგლებში (სარეგისტრაციო ბმული იხილეთ ქვემოთ). 


EDGE სერთიფიკატის მიღებით დაინტერესებული კომპანიების დასახმარებლად, ბანკმა Sintali-SGS-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა. Sintali-SGS არის ორი საერთაშორისო კომპანიის კონსორციუმი, რომელიც მოქმედებს, როგორც გლობალური EDGE სერტიფიკაციის პროვაიდერი IFC-სთვის. Sintali-SGS კომპანიებს EDGE სერტიფიკაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. ამ პარტნიორობის საშუალებით, პროკრედიტის მომხმარებლები ასევე ისარგებლებენ Sintali-SGS–ის სპეციალური ფასდაკლებებით EDGE სერტიფიცირებისთვის. 


მწვანე მშენებლობას ბევრი სარგებელი მოაქვს. სერტიფიცირებულ მწვანე ნაგებობებს უფრო მეტი ღირებულება და ნაკლები საექსპლუატაციო ხარჯები აქვს. მწვანე ნაგებობის უპირატესობები: ბრენდის იმიჯის და ბაზარზე ცნობადობის ზრდა, აგრეთვე საერთაშორისო ინვესტორების მეტი დაინტერესება, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა სპეციალური საპროცენტო განაკვეთით და კომპანიის სოციალური პასუხიმგებლობის მესამე მხარის მიერ დადასტურება. 



„მწვანე შენობები მსოფლიო ტენდენცია და საქართველოს ახლო მომავალია. პროკრედიტ ბანკმა უკვე გაიარა ეს პროცესი და ახლა მზად არის მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად და სხვა ბიზნესების მხარდასაჭერად. სემინარზე დარეგისტრირებულ პირებს საშუალება ექნებათ პირველებმა გაიგონ ინოვაციური პროექტის პირობები, გაეცნონ EDGE სერტიფიცირების პროგრამას და გაიგონ მეტი მწვანე მშენებლობის სარგებელზე. Sintali-SGS–თან დაწყებული თანამშრომლობაც ბიზნესის მწვანე მშენებლობებით დაინტერესებას, ხელშეწყობას და წახალისებას ისახავს მიზნად. ვიმედოვნებთ, რომ ამ ახალი მომსახურების მიწოდებით და დამატებითი წამახალისებელი საშუალებების შეთავაზებით, ჩვენ შევძლებთ ხელი შევუწყოთ მდგრადი მომავლის მშენებლობას.”- განმარტავს ქეთევან კეკელაშვილი,პროკრედიტ ბანკის გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი. 


ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:  დარეგისტრირდით ახლა 



 

პროკრედიტ ბანკის შესახებ:

პროკრედიტ ბანკი საქართველო, საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითად ოპერირებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, და ასევე გერმანიაში.
განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა პროკრედიტ ჰოლფინგი AG & Co. KGaA, რომელიც მდებარეობს მაინში, გერმანიაში. პროკრედიტ ბანკი საქართველო 1999 წლიდან მოღვაწეობს ქართულ საბანკო სექტორში. ბანკის ძირითადი საქმიანობა მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ და ასევე საბანკო მომსახურებს გაწევა ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც დაზოგვისკენ ორიენტირებულნი არიან და საბანკო მომსახურების დისტანციური არხებით მიღებას ანიჭებენ უპირატესობას. 

განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, პასუხისმგებლიან საბანკო საქმიანობას ეწევა, რაც გულისხმობს სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას. დიდ ყურადღებას აქცევს გარემოზე ზემოქმედების საკითხს და ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს, მასზე უარყოფითი ზეგავლენა, www.procreditbank.ge


Sintali-SGS-ის შესახებ

Sintali და SGS ერთად მუშაობენ, EDGE გლობალური სერტიფიკაციის პარტნიორის როლში. EDGE სერტიფიკაციისა და აუდიტის სერვისებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფუნქციონირების გათვალისწინებით, Sintali-SGS უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გაუწევს ყველა კლიენტს მსოფლიოს მასშტაბით. კლიენტები ერთ კონტრაქტს, სრულ ფასს და ექსპერტის კონსულტაციას მიიღებენ ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე. თანამედროვე სისტემებისა და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით, კლიენტებს ასევე წვდომა ექნებათ ინოვაციურ გადაწყვეტებზე, რომლებიც ეკონომიური და ეფექტიანი პროცესების განხორციელებას უწყობს ხელს. აუდიტისა და მწვანე შენობის სტანდარტების შემუშავების და ოპერირების მდიდარი ისტორიით, Sintali-SGS მსოფლიო დონის გამოცდილებას სთავაზობს ადგილობრივ ბაზრებს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ოფისებისა და პარტნიორების უნიკალური ქსელის საშუალებით, ადგილობრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.sintali.com.


EDGE-ის შესახებ

IFC–ის (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი) ინოვაცია - EDGE - ქონების დეველოპერებს ეხმარება, ააშენონ და მწვანე სტატუსი მიიღონ სწრაფად, მარტივად და ხელმისაწვდომი გზით. EDGE-ის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების დამზადების დროს გამოყენებული ენერგიის მინიმუმ 20 პროცენტით შემცირებას, რაც EDGE სერთიფიცირების სტანდარტია. პროგრამის მხარდამჭერი დონორებია: ავსტრია, კანადა, დანია, ენერგეტიკის სექტორის მართვის დახმარების პროგრამა (ESMAP), ევროკავშირი, ფინეთი, გლობალური ეკოლოგიური ფონდი (GEF), უნგრეთი, იაპონია და შვეიცარია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.edgebuildings.com.


IFC-ის შესახებ

IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), მსოფლიო ბანკის პარტნიორი ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, გლობალური განვითარების უდიდესი ინსტიტუტია, რომელიც განვითარებადი ბაზრების კერძო სექტორზეა ორიენტირებული. კორპორაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და განვითარებად ქვეყნებში ბაზრებისა და შესაძლებლობების შესაქმნელად, საკუთარ კაპიტალს, გამოცდილებას და გავლენას იყენებს. 2019 ფინანსურ წელს, კორპორაციამ 19 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა განვითარებად ქვეყნებში მოქმედ კერძო კომპანიებსა და ფინანსურ დაწესებულებებში, უკიდურესი სიღარიბის დაძლევის და საერთო კეთილდღეობის სტიმულირების მიზნით კერძო სექტორის ძალაუფლების ეფექტურად გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.ifc.org.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up