პროკრედიტ ბანკი ინარჩუნებს საუკეთესო საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის

პროკრედიტ ბანკი ინარჩუნებს საუკეთესო საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის

access_time2021-08-19 14:55:57

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა პროკრედიტ ბანკი საქართველოს რეიტინგი „BB+“ დაადასტურა, პერსპექტივა კი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

საერთაშორისო კომპანიის შეფასებების საფუძველზე, პროკრედიტ ბანკი საქართველო კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის, ასევე ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ერთი ბიჯით მაღალ მონაცემს.

პროკრედიტ ბანკი საქართველოს სტაბილური რეიტინგი  მნიშვნელოვნად არის განპირობებული ისეთი ძლიერი და სტაბილური მშობელი კომპანიით, როგორიცაა გერმანული ProCredit Holding AG & Co. დასაყრდენი ევროპული მშობელი კომპანია უზრუნველყოფს არამხოლოდ პროკრედიტ ბანკის სანდოობასა და სტაბილურობას, არამედ თანამედროვე ევროპული საბანკო პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.

პროკრედიტ ბანკი საქართველოს „Fitch” რეიტინგი და პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს, რომ არსებულ გამოწვევებით სავსე გარემოში პროკრედიტ ბანკმა მოახერხა და წარმატებით დასძლია პანდემიით გამოწვეული კრიზისი, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს საქმიანობა უწყვეტად შეინარჩუნა და წარმატებული ბიზნეს შედეგებიც დააგენერირა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, პროკრედიტ ჰოლდინგი ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია, რაც გულისხმობს მის ფინანსურ და რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე.

„Fitch-ის შეფასება არ ნიშნავს მხოლოდ პროკრედიტ ბანკის სტაბილურობას და მომგებიანობას, ეს საქართველოში გერმანული ბანკის პასუხისმგებლიანი, წინდახედული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბანკო პოლიტიკის დამსახურებაა. მნიშვნელოვანია ჩვენი ბანკის 22 წლიანი წარმატებული ოპერირების გამოცდილება ქართულ საბანკო სექტორში დ გვიხარია, რომ  ჩვენი წარმატება ჩვენი კლიენტებისთვის რჩება გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორობის გარანტორად.“- ზეინაბ ლომაშვილი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს დირექტორი.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up