,,პროგრესის ცენტრის

,,პროგრესის ცენტრის" ინიციატივით კოალიცია ,,ექსპერტები განათლების რეფორმისთვის" ჩამოყალიბდა

access_time2020-10-22 16:51:06

,,პროგრესის ცენტრის" ინიციატივით კოალიცია ,,ექსპერტები განათლების რეფორმისთვის" ჩამოყალიბდა. კოალიციის მიზანია განათლების სფეროში კომპეტენტური პირებისა და ექსპერტების მიერ განათლების პრობლემების ინვენტარიზაცია, იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მექანიზმებზე მუშაობა.


კოალიციის წევრები არიან: პოლიტოლოგი - ლევან ლორთქიფანიძე, პროფესორი - ცირა ბარამიძე, პროფესორი - ცირა ბარბაქაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - გიგი ბერიძე, ,,პროგრსის ცენტრის“ თავმჯდომარე- ელენე ელბაქიძე და პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი - მაკა ტოხიშვილი.


როგორც ,,პროგრესის ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე ელბაქიძე აცხადებს, ,,როგორც ცნობილია, ჩვენი განათლების სისტემის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ევროპული განათლების კრიტერიუმებს. ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ უკეთეს განათლებას. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კოალიციის შექმნა, რომლის პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ განათლების სისტემის ტრანსფორმირებას და დავაახლოვოთ ევროპულ სტანდარტებთან.“


,,ვფიქრობ, ძირეული რეფორმები უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო სისტემაში, ვინაიდან დროა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ საგანმანათლებლო რეფორმის ცვლილებისთვის,“ - აცხადებს მაკა ტოხიშვილი - პროექტის კოორდინატორი.



პროფესორი ცირა ბარბაქაძის თქმით, მას კოალიცია ესახება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მოიძიებს, დააგროვებს და ორგანიზებულად გამოხატავს განათლებაში დაგროვილ პრობლემებს. როგორც ბარბაქაძე აღნიშნავს, ეს იქნება წერტილოვანი დარტყმები, რომელიც ააფეთქებს სხვადასხვა სეგმენტს და ამის შემდეგ შედეგებიც დაიდება.


,,ვთვლი, რომ ექპერტთა ჯგუფი, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა, იქნება ერთ-ერთი ის ცენტრი, საიდანაც შესაძლებელი გახდება განათლების პრობლემებზე დიალოგის დაწყება და ვთვლი, რომ განათლების შესახებ აუცილებელი არის მუდმივი მსჯელობა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის“,- აღნიშნავს გიგი ბერიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.


,,პროგრესის ცენტრი“, განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, სტუდენტთა კოალიციის ჩამოყალიბებასაც გეგმავს.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up