„პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი,  კახა ოქრიაშვილი დღეს საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა

„პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი დღეს საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა

access_time2021-05-08 17:39:10

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი,  კახა ოქრიაშვილი დღეს საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა. როგორც ოქრიაშვილმა ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის, რომ გირაო არის ჩარიცხული, მათ ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყვეს და ამ ინფორმაციას არც თავად ნიკა მელია ფლობდა.
სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელთა შესახებაც ორი პარტიის ლიდერმა ისაუბრა, ოქრიაშვილის თქმით, იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო ოპოზიციური ფრონტისა და ორ პარტიას შორის თანამშრომლობის დეტალები:

„მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. არიან „მოქალაქეები“, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და აქ უდიდესი კითხვის ნიშანია დასმული - არიან თუ არა ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები. ჩვენ, ანუ ნამდვილი, რეალური ოპოზიცია ჩამოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის, ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის.
2012 წლიდან ოპოზიცია ერთიანი და მონოლითური არასდროს ყოფილა. ჩვენ გვინდა ისეთ ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევიდეთ ამ ბრძოლაში, რომლებიც არ გვიღალატებენ.
გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ პარტია „პროგრესსა და თავისუფლებას“ და ნიკა მელიასთან ჩვენი პარტიების მომავალ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ“.   აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.






ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up