„პროგრეს ბანკში ტრანზაქციები ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს ფულის გათეთრებაზე“-  მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

„პროგრეს ბანკში ტრანზაქციები ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს ფულის გათეთრებაზე“- მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

access_time2019-10-16 10:00:14

„პროგრეს ბანკში ტრანზაქციები ძალიან საეჭვოა და ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს ფულის გათეთრებაზე“- ასე ეხმაურება „თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „მთავარ არხის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც  „პროგრეს ბანკში“ აუდიტორული შემოწმების დროს უცხოელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა.


ყოფილი ბანკირის განმარტებით, მას „პროგრეს ბანკის“ შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ხაზარაძე ამბობს, რომ „პროგრეს ბანკში“ არსებულ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, „ვინც ეს ბანკი ასე უცბად გააქრო“:

 

„სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ბანკის შესახებ ინფორმაციის ამოღება ეროვნული ბანკის არქივიდან. ეს საკითხი უნდა გადაეცეს პროკურატურას ისეთივე ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ჯგუფს ამოწმებდა 4 სახელმწიფო უწყება. მე არ მჯერა რომ პრკურატურა ან სხვა უწყებები რამე საინტერესოს იტყვიან. თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და დევნა უნდა დამთავრდეს, ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ მისი ბიძაშვილი არ აქვს მნიშვნელობა.პროფესიული შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არის საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა.გადარიცხვები ხდება თვითონ პანამაში და  ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ინვესტორი პანამიდან, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მე ვეკითხები მას –რატომ შემოდის პანამიდან მისი ინვესტიციები? ყველაფერი ამოვიღოთ და ვინ როგორ იცხოვრა, ვინ როგორ აკეთა ბიზნესი, ვინ როგორ არის პასუხისმგებელი ბიუჯეტთან და საზოგდოებასთან ერთხელ და სამუდამოდ დავდოთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

 

მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში დაადასტურა, რომ როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, გავლენიანმა უცხოურმა აუდიტორულმა კომპანიამ აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმე ჯანმრთელ აქტივზე ყიდვის რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები. რის შემდეგაც, ყოფილი ბანკირის თქმით, ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკს“  ყოველგვარი კითხვების გარეშე ლიკვიდაცია გაუკეთა. მამუკა ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

 

„საკითხთან დაკავშირებით დაველოდები ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, უდიპლომო თადუმაძე როგორ რეაგირებას გააკეთებს, დაველოდები დაიბარებს თუ არა თადუმაძის უწყება ბიძინა ივანიშვილს დაკითხვაზე, დაველოდები პროკურატურის თანამშრომლები მოაწყობენ  თუ არა ბრიფინგს და იტყვიან თუ არა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის დაკითხვაზე დაბარებული, როგორც მოწმე, ისევე როგორც ჩვენ გაგვიკეთეს და პირველი ტრანზაქცია ჩაგვიგდეს ანაკლიასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს დაველოდები და თუ ეს არ მოხდა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ამ ქვეყანაში არც სამართალია და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ერთ კაცზე ჩამოკიდებული ქვეყანა მივიღეთ. როდესაც ქვეყანაში შერჩევითი სამართალია,  ხელისუფლებაში ვინც მოდის ის სათავისოდ იყენებს კანონებს. ამ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ბანკი ესე უცებ გააქრო და პირველ რიგში, ეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




ნიკა გვარამიას კითხვაზე იქნებოდა თუ არა ილია გავრილოვის პარტნიორი ნებისმიერ ბიზნესში, მამუკა ხაზარაძე პასუხობს:

 

„გავრილოვის პარტნიორი მე ვერ ვიქნებოდი, უნდა იცოდე ვინ არის შენი პარტნიორი.ჩემი ბიზნეს მოღვაწეობა არის ხელის გულზე, ჩვენ ვართ ის ჯგუფი, რომელმაც პირვლმა შემოიყვანა  საქართველოში საფინანსო ინსტიტუტები“

 


ტელეკომპანია „მთავარი არხის“  ინფორმაციით, „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა. „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, 9-წლიანი არსებობის განმავლობაში ბანკმა 8 წელი წაგებით დაასრულა და ჯამში 5 მილიონ ოთხასი ათასი ლარი იზარალა.


2013 წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. ამავე დროს ბანკის 22%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.



ბაჩო ადამია




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up